უდანაშაულოთა ხოცვა (ბრეიგელი)

უდანაშაულოთა ხოცვა
De kindermoord te Bethlehem
ავტორი პიტერ ბრეიგელი (უფროსი)
წელი 1564-1567
კატალოგი 58/n და 154
ტიპი ზეთით შესრულებული
სიმაღლე 109 სმ
სიგანე 158 სმ
მუზეუმი უინძორების სასახლე

უდანაშაულოთა ხოცვა (ნიდერლ. De kindermoord te Bethlehem) 一 რენესანსის ეპოქის ნიდერლანდელი ფერმწერის, პიტერ ბრეიგელ უფროსისა და მისი ვაჟის, პიტერ ბრეიგელ უმცროსის ერთობლივი, ზეთით შესრულებული ნამუშევარი. ნაწარმოები ინსპირირებულია ახალი აღთქმის ერთ-ერთი საწყისი სიუჟეტით - მათეს სახარების თანახმად, იუდეის მეფემ, ჰეროდე დიდმა გასცა განკარგულება, ამოეხოცათ ყველა ორ წელზე მცირე ასაკის მქონე ბავშვი ბეთლემში.

ნახატი ასახავს ზამთარში, ერთ-ერთ დასახლებაში შესულ კავალერისტთა ბრიგადას, რომელთაც უდანაშაულოთა დახოცვა განუზრახავთ, თუმცა, მისი ინსპირაციის წყაროსგან განსხვავებით, ის პირდაპირაა ასახული ნიდერლანდების რევოლუციის ფონზე, ე.წ. ოთხმოცწლიანი ომის შემდეგ, რითაც ალუზია კეთდება XVI საუკუნეში, ერთ-ერთ თავდასხმაზე, რომელიც განხორციელდა ესპანელ და გერმანელ კავალერისტთა მიერ რიგით ფლანდრიულ სოფელზე.

ნახატი, ამჟამად, ბრიტანეთის სამეფო კოლექციას ეკუთვნის.[1]

პიტერ ბრეიგელი (უფროსი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.rct.uk/collection/405787/massacre-of-the-innocents