უმაღლესი ლიგა 1990

უმაღლესი ლიგა 1990
სეზონი 1990

ტურნირის ვადები
(30 მარტი — 12 ნოემბერი)
ჩემპიონი „იბერია“ თბილისი (პირველი ტიტული)
დაქვეითდა „ლიახვი“ ცხინვალი
...
ჩატ. შეხვედრა 304
გატანილი გოლი 811 
საშუალო გოლი/თამაშში 2,67
ბომბარდირი გია გურული (23 გოლი), „იბერია“ თბილისი,
მამუკა ფანცულაია (23), „გორდა“ რუსთავი
უდიდესი საშინაო მოგება „იბერია“ 8–1 „მერცხალი“
„გორდა“ 8–1 „შევარდენი“
„იბერია“ 7–0 „ლიახვი“
„დილა“ 7–0 „ამირანი“
უდიდესი საგარეო მოგება „შევარდენი“ 1–8 „გურია“
„ლიახვი“ 1–8 „კოლხეთი“
უხვგოლიანი შეხვედრა „ქუთაისი“ 8–3 „დილა“

უმაღლესი ლიგა 1990 — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რიგით პირველი გათამაშება. დაიწყო 30 მარტს და დასრულდა 12 ნოემბერს. გამარჯვებული გახდა თბილისის „იბერია“. მეორე ადგილზე გავიდა ლანჩხუთის „გურია“, მესამეზე — რუსთავის „გორდა“. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 23-23 გატანილი ბურთით გია გურულმა და მამუკა ფანცულაიამ გაინაწილეს.

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება — ყველა ქართულ საფეხბურთო გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიული არჩევნების შემდეგ თვენახევარი მიდიოდა კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენ გუნდს უნდა ეასპარეზა პირველი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი: ნაწილს მიაჩნდა, რომ გუნდები მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა შეერჩიათ, საკმაო რაოდენობის მომხრე ჰყავდათ მათაც, ვინც თვლიდნენ, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში უმთავრესი აქცენტი გეოგრაფიულ პრინციპზე უნდა გაკეთებულიყო და უმაღლესი ლიგა რეგიონული პრინციპით უნდა დაკომპლექტებულიყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებდნენ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგიდან — თბილისის „დინამო“ და ლანჩხუთის „გურია“; საკავშირო პირველობის პირველი ლიგიდან — ქუთაისის „ტორპედო“, ბათუმის „დინამო“ და სოხუმის „დინამო“; საკავშირო პირველობის მეორე ლიგიდან — ფოთის „კოლხეთი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ოზურგეთის „მერცხალი“, რუსთავის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ხობის „კოლხეთი“, და თბილისის „შევარდენი“. ამ თორმეტ გუნდს დაემატა 1989 წლის საქართველოს პირველობის ექვსი საუკეთესო გუნდი: წყალტუბოს „შადრევანი“, ზუგდიდის „დინამო“, ოჩამჩირის „ამირანი“, გალის „მზიური“, ხაშურის „ივერია“ და ცხინვალის „სპარტაკი“. შესაბამისად, ძირითადი პრიორიტეტი სპორტულ პრინციპებს მიენიჭა, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაციც იზიარებდა.

პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, გათამაშების მონაწილე თვრამეტი გუნდიდან ცხრა გუნდს სახელწოდება შეეცვალა.[კომ. 1] მანამდე არსებული წესისგან განსხვავებით, ამჯერად მატჩის მოგების შემთხვევაში გუნდებს ორის ნაცვლად სამი ქულა დაერიცხებოდათ. რაც შეეხება ჩემპიონატის დებულებას, ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირველ ჯგუფში ქვეითდებოდა, საიდანაც ორ უძლიერეს გუნდს ეძლეოდა უმაღლეს ლიგაში აღზევების უფლება.

ჩემპიონატის პირველი ტური მარტის ბოლო რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტურის რვა შეხვედრა 31 მარტს ჩატარდა, ერთი დღით ადრე კი ჩემპიონატის საზეიმო გახსნის პატივი თბილისის „იბერიას“ და ფოთის „კოლხეთს“ ერგოთ.

გარკვეული მიზეზების გამო, ჩემპიონატს პირველი წრის მერე ცხინვალის „ლიახვი“ (ყოფილი „სპარტაკი“) გამოეთიშა და პირველი სეზონი ჩვიდმეტმა გუნდმა ჩაამთავრა. დებულების შესაბამისად, სატურნირო ცხრილის ბოლო, მეჩვიდმეტე ადგილზე გასული გუნდი (ამ შემთხვევაში ოჩამჩირის „ამირანი“) პირველი ლიგაში უნდა დაქვეითებულიყო, თუმცა დებულების ეს მოთხოვნა არ შესრულდა და უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში არავინ დაქვეითებულა. ამავე დროს, პირველი ლიგის სამი საუკეთესო გუნდი — ვანის „სულორი“, ზესტაფონის „მარგვეთი“ და გურჯაანის „ალაზანი“, უმაღლეს ლიგაში აღზევდა[1] და ამრიგად, საქართველოს მეორე ეროვნულ ჩემპიონატში უკვე ოცმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

მონაწილე გუნდების განაცხადი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„იბერია“ თბილისი
1990 მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი 1990
მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი, ი. გორგოშიძე, ნ. აკობია.
გუნდის უფროსი ვლადიმერ გუცაევი
მოთამაშეები: ზ. ხაპოვი, ა. დევაძე, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, ს. ჭედია, მ. არზიანი, გ. ჩიქოვანი, გ. ჯიშკარიანი, მ. მაჭავარიანი, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, ზ. რევიშვილი, კ. კაჭარავა, თ. ქეცბაია, გ. გურული, გ. ჯამარაული, დ. ყიზილაშვილი, რ. კერძევაძე, გ. ცაავა, მ. ყაველაშვილი, თ. ყიფიანი, დ. ჯანელიძე.


„გურია“ ლანჩხუთი
1990 მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა 1990
მწვრთნელები: გ. იმნაძე, გ. დუნდუა.
გუნდის უფროსი თ. ჩხაიძე
მოთამაშეები:
[2]
ავთანდილ ქანთარია, მამუკა აბუსერიძე, ბადრი დანელია, გოჩა ტყებუჩავა, დავით ცომაია, ნუგზარ მიქაბერიძე, თემურ კაბისაშვილი, გია ჩხაიძე, ოთარ კორღალიძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, დავით უგრელიძე, კახა კვინტრაძე, თეიმურაზ ლორია, ზაზა ბაკურაძე, ლევან ბარათაშვილი.


„შევარდენი“ თბილისი
1990 მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ხუციშვილი 1990
მწვრთნელები: ი. შევარდნაძე, ა. ნებიერიძე.
გუნდის უფროსი გ. ხუციშვილი
მოთამაშეები:
[3]
გუბაზ დოლიძე, თეიმურაზ შალამბერიძე, ნორმენ ტარტარაშვილი, პაატა ჩხეიძე, ნუგზარ კაკილაშვილი, მერაბ ჟორდანია, მამუკა მინაშვილი, ლევან ყიფიანი, დიმიტრი ზეიკიძე, ვაჟა ჟვანია, ემზარ ყულიაშვილი, თამაზ სამხარაძე, ზაზა სხირტლაძე, გოჩა ჯოხაძე, კახაბერ კოპალეიშვილი, დავით ობოლაძე, მურმან მურმანიშვილი, გოჩა ლიპარტელიანი.


„ცხუმი“ სოხუმი
1990 მთავარი მწვრთნელი ირაკლი ქოიავა 1990
მწვრთნელი ნ. ბოჯგუა
გუნდის უფროსი ა. პაპავა
მოთამაშეები:
[4]
გოჩა ჟორჟოლიანი, გურგენ ბენიძე, ზურაბ ფარულავა, გიორგი დოჩია, სოსო მალანია, გელა ინალიშვილი, გიორგი ჩიხრაძე, გოჩა გოგრიჭიანი, მალხაზ მორგოშია, ირაკლი გელენავა, ზვიად ჯელაძე, ზურაბ გეგენავა, თეიმურაზ გადელია, თენგიზ სიჭინავა, ვახტანგ პაპასკირი.


„ქუთაისი“ ქუთაისი
1990 მთავარი მწვრთნელი რევაზ ბურკაძე 1990
მწვრთნელი ჯემალ ხერხაძე
გუნდის უფროსი ა. გიორგობიანი
მოთამაშეები:
[5]
ნიკოლოზ ჩხეიძე, იასონ ბზიკაძე, გიორგი თევზაძე, ბეგლარ შავგულიძე, როსტომ თორღაშვილი, ალექსანდრე დვალიშვილი, დავით პაიკიძე, დიმიტრი მეშკოვი, ვასილ შენგელია, თეიმურაზ ფაიქიძე, გიორგი სუხიაშვილი, დავით ჯანაშია, მამუკა მანაგაძე, დავით შავდათუაშვილი, გიორგი დარასელია, გაბისკირია, გიორგი ნადირაძე, დიმიტრი პაპავა, მამუკა ქორიძე.


„კოლხეთი-1913“ ფოთი
1990 მთავარი მწვრთნელი ჯონი ჯანელიძე 1990
მწვრთნელი თეიმურაზ ტყებუჩავა
გუნდის უფროსი ჯემალ (ჯელი) კუჭუხიძე, ადმინისტრატორი იური გობრონიძე.
მოთამაშეები:
[6]
მამუკა გვასალია, აშოტ კურგენიანი, ოთარ თიბილაშვილი, მამუკა ბაჯალაძე, გია გიორგაძე, გია გიგატაძე, დავით მახარაძე, ბადრი კაკაჩია, ზაზა ინიაშვილი, რობერტ ქაჯაია, ოდისეი ავრამიდისი, მერაბ შამათავა, ნუგზარ თვარაძე, ზურაბ თოფურია, მამუკა ჯუღელი.


„ბათუმი“ ბათუმი
1990 მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი 1990
მწვრთნელი გ. ქორიძე
გუნდის უფროსი თ. ცინარიძე
მოთამაშეები:
[7]
ასლან ბალაძე, იური მამინაშვილი, ამირან გოგიტიძე, ტარიელ დურდიაძე, მიხეილ მაისურაძე, გიორგი მჭედლიშვილი, თამაზ კიკლიაშვილი, მალხაზ მახარაძე, გრიგოლ ზედანია, ივანე მახარაძე, ვალერი შანიძე, თემურ ტუღუში, პაატა მაჭუტაძე, მამუკა ჯიჯავაძე, დავით უჯმაჯურიძე, გელა შეყილაძე, გელა კედელაძე, ასლან ხიბაია.


„ოდიში“ ზუგდიდი
1990 მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია 1990
მწვრთნელი ----
გუნდის უფროსი ჯემალ გოგია
მოთამაშეები:
[8]
ზაზა აფაქიძე, მელორ ბიგვავა, როლანდას ვაინეიკისი, გენადი გოგოხია, დევი ჯავაშვილი, გელა ჯაკონია, ანზორ ჯიქია, მერაბ ჯიქია, რიჩარდას ზდანჩუსი, ზვიად ქაძანაია, გელა კვიტატიანი, რევაზ მაქაცარია, როლანდ მაქაცარია, მალხაზ მალანია, ლევან ნადარეიშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ თევზაძე, როინ ტიბუა, ვლადიმერ თუთბერიძე, ოთარ თუთბერიძე, ბიძინა ხვიტია, გელა ჭანტურია, კობა ჩაჩუა, მერაბ შეროზია, როლანდ გელენავა.


„გორდა“ რუსთავი
1990 მთავარი მწვრთნელი გივი ნოდია 1990
მწვრთნელი ი. ალადაშვილი
გუნდის უფროსი დ. შუბითიძე
მოთამაშეები:
[9]
კახაბერ ალადაშვილი, ნიკოლოზ ტოგონიძე, თამაზ მეტრეველი, ედუარდ ავაქიანი, ალექსანდრე მეშკოვი, გია ფირცხალავა, ჯაბა წიკლაური, გიორგი კილასონია, ნუგზარ ლობჟანიძე, მამუკა ფანცულაია, ვასილ მიქაშავიძე, თეიმურაზ დიმიტრიშვილი, ალან კულუმბეგოვი, ტარიელ კაპანაძე, ხვიჩა ქასრაშვილი, ავთანდილ კაპანაძე, დიმიტრი კუდინოვი.


„მზიური“ გალი
1990 მთავარი მწვრთნელი ანზორ გრძელიძე 1990
მწვრთნელები: ი. ბიბლაია, ზ. კვეკვესკირი.
გუნდის უფროსი ვ. ბიბლაია
მოთამაშეები:
[10]
მამუკა აბშილავა, ვირგინიუს ბალტუშნიკასი, გელა გაბისონია, კახაბერ გეთია, დავით ღურწკაია, თემურ ღურწკაია, მამუკა ჯღარკავა, ზურაბ კაკავა, ალკაზ ქანთარია, ანატოლი კვეკვესკირი, ზაზა კვეკვესკირი, ზურაბ კვეკვესკირი, კობა კვეკვესკირი, ლაშა ყოლბაია, თამაზ ყოლბაია, გიორგი მაკასარაშვილი, გოჩა ფარფალია, ვაიდას პეტრაუსკასი, კობა ხარჩილავა, ეროსი ხურცილავა, ამირან ჩხეტია, დავით ჩხეტია, ხვიჩა ეთერია, ვ. კილასონია.


„სამგურალი“ წყალტუბო
1990 მთავარი მწვრთნელი გარი სორდია 1990
მწვრთნელები: ა. ჯანელიძე და გ. გაბიჩვაძე.
გუნდის უფროსი თ. სვანიძე
მოთამაშეები: გოჩა მიქაძე, ზ. ჭოლაძე, გ. წიქარიშვილი, ბესიკ ბერაძე, ზურაბ იონანიძე, ა. ჩხაბერიძე, ვალერიან მუშკუდიანი, ვარლამ ფესტვენიძე, დ. ონიანი, მ. ხუნდაძე, გ. ხარაბაძე, გოჩა ჩიხლაძე, რატი იობიძე, ჭაბუკი იობიძე, გ. მოსეშვილი, ა. კერესელიძე, თეიმურაზ ცნობილაძე, ლევან ფესტვენიძე, გივი ჯანელიძე.


„ლიახვი“ ცხინვალი
1990 მთავარი მწვრთნელი ვალერი ქოზაევი 1990
მწვრთნელი ----
გუნდის უფროსი ა. გაგლოევი
მოთამაშეები: ზ. რომელაშვილი, გ. ხუბეჟაშვილი, ვ. ჯიოევი, ვ. ხაჩიროვი, ვ. მარგიევი, ა. ჯიოევი, მ. სანაკოევი, ა. დოგუზოვი, გ. კახნიაშვილი, ვ. გასიევი, ვ. მიხაილოვი, ი. გობოზოვი, ვ. ძაგოევი, ვ. გობოზოვი, გ. ზვიაგანცევი, ა. ქოქოევი, თ. სანაკოევი, ზ. ნასუაშვილი.


„ივერია“ ხაშური
1990 მთავარი მწვრთნელი თემურ კობერიძე 1990
მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე
გუნდის უფროსი ----
მოთამაშეები: ზ. მურადაშვილი, ვ. ჯანგერიძე, ლევან ცხოვრებაშვილი, მ. ლაცაბიძე, ბ. აბაზაძე, ივანე ხარაზიშვილი, ს. პოზოიანი, ბადრი რობაქიძე, ბ. თევზაძე, ვ. ჯაკობია, ო. ტიტვინიძე, რამაზ ნოზაძე, ოთარ მაღრაძე, პაატა ნოზაძე, გ. ქიმერიძე, ვ. ჭყონია, თ. ამბიძე.


„ამირანი“ ოჩამჩირე
1990 მთავარი მწვრთნელი ბონდო კაკუბავა 1990
მწვრთნელი თ. ბჟანია
გუნდის უფროსი ჯ. ჭითანავა
მოთამაშეები:
[11]
ბადრი ახვლედიანი, თამაზ შამუგია, ოთარ ძალამიძე, ივანე აფინდოპულო, დემურ კაკუბავა, ზაზა ღურწკაია, მალხაზ ჩხვირკია, მურთაზ შამათავა, გარი ვართანოვი, მურმან ქობალია, ელგუჯა როსტობაია, მურმან კაკუბავა, მერაბ გოგოხია, ანზორ ურთმელიძე, კახა შამუგია, ბესიკ ჩხვირკია, ნოდარ მესხია.


„კოლხეთი“ ხობი
1990 მთავარი მწვრთნელი თეიმურაზ გრძელიშვილი 1990
მწვრთნელი ფ. გოცირიძე
გუნდის უფროსი პ. თათარიშვილი
მოთამაშეები:
[12]
მურთაზ ხურცილავა (1957), ზურაბ ლატარია, ელდარ გვასალია, მამუკა ქვილითაია, ზაზა ბაკურაძე, თენგიზ ჭიჭინაძე, ირაკლი კალუჟა, ვალერი კვირტია, ივანე ბერაძე, ემზარ მამფორია, გაიოზ ჯეჯელავა (1966), ენუქი თევზაძე, იური სიჭინავა, გიორგი ფარფალია, გიორგი დოლბაია, გიორგი ბაბუაძე.


„დილა“ გორი
1990 მთავარი მწვრთნელი გ. გაბუნია 1990
მწვრთნელი ი. თაყაძე
გუნდის უფროსი რ. ნასყიდაშვილი
მოთამაშეები:
[13]
ზურაბ ჩოჩიევი, ალექსანდრე კონდრატიევი, როინ მარღიშვილი, ბიძინა ქობესოვი, მალხაზ გაზაშვილი, ზურაბ ანიაშვილი, ჯიმშერ მარეხაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, ზვიად ხორგუაშვილი, ზურაბ ხორგუაშვილი, დავით ნეფარიძე, ალიკ მიხანაშვილი, შალვა ტაბატაძე, კოტე მელქაძე, ხვიჩა გაგნიძე, ბაგრატ ჩადუნელი.


„მერცხალი“ ოზურგეთი*
1990 მთავარი მწვრთნელი ნიკა ამირეჯიბი 1990
მწვრთნელი ხ. ჩხარტიშვილი
გუნდის უფროსი ბ. გიორგაძე
მოთამაშეები: ვ. დუმბაძე, ი. ზოიძე, მ. მჟავანაძე, ს. ბარამიძე, ზ. ხამაშურიძე, გ. როყვა, მ. კალატოზიშვილი, ო. თეთრაძე, შ. კაშია, ვ. ჩხაიძე, ბ. ამაშუკელი, ი. ნასუაშვილი, გ. ჩიგოგიძე, ა. ათუაშვილი, ა. ცერცვაძე, კ. ნადარეიშვილი, ვ. ბერიშვილი.


„სანავარდო“ სამტრედია*
1990 მთავარი მწვრთნელი ჯუმბერ ჯალაღანია 1990
მწვრთნელი ა. სტურუა
გუნდის უფროსი ლ. გეგეშიძე
მოთამაშეები: ივანე თოდაძე, დავით კოხრეიძე, ნ. ჭელიძე, გიორგი ვაშაკიძე, დ. თვალაბეიშვილი, კლიმენტი რუხაძე, პაატა ლეკვეიშვილი, ი. შეპტიცკი, ვ. თამაზაშვილი, გ. ბაბუნიძე, ზ. დადუნაშვილი, ბ. ამბიძე, მ. ჯიშკარიანი, დ. ხუჭუა, ი. გოგაძე.

შენიშვნა: * 1990 წლის 29 მარტის „ლელოში“ (№ 59, გვ. 3.) მოყვანილ გუნდების განაცხადში „მერცხალი“ ოზურგეთის ნაცვლად მითითებულია „ოზურგეთი“ ოზურგეთი, ხოლო „სანავარდო“ სამტრედია წარმოდგენილია, როგორც „იმერეთი“ სამტრედია.

გუნდების ადგილმდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩატარებული მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
„იბერია“ თბ. 1:0 1:1 2:0 2:1 3:1 1:1 4:2 8:1 5:0 5:0 4:0 3:1 7:1 3:0 2:0 6:0 7:0
„გურია“ 1:1 1:0 2:2 2:0 1:0 3:0 5:0 2:0 1:0 3:0 2:0 6:1 2:0 4:0 8:1 2:0 6:0
„გორდა“ 1:0 0:0 2:1 2:0 3:0 3:0 2:1 2:0 3:0 1:0 6:4 4:2 2:0 3:1 8:1 1:0 3:0
4 „ქუთაისი“ 0:2 2:1 3:0 0:1 1:0 2:1 2:1 1:0 8:3 1:0 1:0 3:0 3:1 2:2 3:1 3:0* 6:0
5 „კოლხეთი-1913“ 1:0 0:1 0:1 2:1 1:0 1:0 0:0 4:1 1:0 0:0 5:0 4:0 1:0 2:0 2:0 3:2 8:1
6 „ბათუმი“ 2:0 0:0 1:0 1:1 1:0 3:1 1:0 0:0 4:2 4:0 2:1 2:1 2:0 6:1 3:0 1:0 6:0
7 „ცხუმი“ 1:1 1:3 2:0 1:1 4:0 2:1 1:1 0:0 5:0 1:0 2:0 3:1 2:1 3:0 1:1 1:0 5:0
8 „ოდიში“ 1:1 0:1 1:2 0:0 1:1 2:1 2:1 2:2 3:1 3:2 1:1 4:0 3:1 3:1 5:0 1:0 2:0
9 „მერცხალი“ 1:4 5:2 3:1 0:1 2:0 0:0 1:2 0:0 1:1 2:2 4:0 4:1 2:1 4:0 2:0 1:0 4:0
10 „დილა“ 0:3 1:0 0:2 3:1 0:1 0:0 3:2 2:1 4:2 1:0 3:0 5:1 0:0 3:1 0:0 7:0 7:1
11 „კოლხეთი“ 1:2 1:0 3:1 0:1 2:0 0:3 1:0 1:0 1:1 3:0 0:0 1:1 3:1 5:0 2:0 2:2 4:0
12 „სანავარდო“ 0:1 1:0 1:1 1:0 0:1 0:1 0:0 2:0 1:0 3:1 2:2 3:2 0:0 2:0 3:2 1:0 3:0
13 „მზიური“ გალი 3:2 0:0 3:2 0:1 1:4 2:2 1:0 0:0 2:1 1:1 0:0 1:0 4:2 3:1 1:1 4:2 4:0
14 „სამგურალი“ 0:0 1:2 0:1 2:4 1:1 1:0 1:1 2:1 3:1 2:0 2:1 2:1 5:3 2:1 1:1 1:0 3:0*
15 „ივერია“ 0:1 1:3 0:2 1:0 0:2 4:3 0:0 1:0 0:0 2:1 1:0 2:1 0:1 1:0 2:0 2:0 5:0
16 „შევარდენი“ 1:3 0:4 3:0 1:3 2:1 1:1 1:1 0:3 0:0 1:0 3:1 2:1 2:0 3:0 0:0 3:1 5:1
17 „ამირანი“ 0:2 0:0 1:0 2:1 2:2 0:1 3:2 0:0 2:1 0:0 2:1 1:1 1:0 3:2 2:2 1:0 6:1
18 „ლიახვი“ 1:4 1:5 0:3* 0:3* 2:3 0:3 0:3* 0:3* 0:3* 0:3* 0:3* 1:2 0:2 1:3 1:2 0:3* 0:3*

შენიშვნა: *ტექნიკური წაგება.

კლუბი ბურთები
„იბერია“ თბილისი 34 24 6 4 91–23 78
„გურია“ ლანჩხუთი 34 22 6 6 73–20 72
„გორდა“ რუსთავი 34 22 3 9 63–33 69
4 „ქუთაისი“ ქუთაისი 34 20 5 9 62–33 65
5 „კოლხეთი-1913“ ფოთი 34 19 5 10 53–31 62
6 „ბათუმი“ ბათუმი 34 18 7 9 56–28 61
7 „ცხუმი“ სოხუმი 34 13 10 11 50–36 49
8 „ოდიში“ ზუგდიდი 34 12 10 12 47–38 46
9 „მერცხალი“ ოზურგეთი 34 11 10 13 49–47 43
10 „დილა“ გორი 34 12 6 16 52–58 42
11 „კოლხეთი“ ხობი 34 11 8 15 42–43 41
12 „სანავარდო“ სამტრედია 34 11 7 16 35–50 40
13 „მზიური“ გალი 34 11 7 16 47–69 40
14 „სამგურალი“ წყალტუბო 34 11 6 17 42–57 39
15 „ივერია“ ხაშური 34 11 5 18 34–62 38
16 „შევარდენი“ თბილისი 34 10 8 16 39–64 38
17 „ამირანი“ ოჩამჩირე 34 10 7 17 36–55 37
18 „ლიახვი“ ცხინვალი* 34 0 0 34 11–135 0

შენიშვნა: *„ლიახვი“ ტურნირს ჩემპიონატს პირველი წრის მერე გამოეთიშა.

საუკეთესო ბომბარდირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბომბარდირი გუნდი გოლები
1 საქართველოს დროშა გია გურული „იბერია“ თბილისი 23
საქართველოს დროშა მამუკა ფანცულაია „გორდა“ რუსთავი 23
3 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე „გურია“ ლანჩხუთი 21

საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაზა რევიშვილი (34/16), თემურ ქეცბაია (33/11), კახი გოგიჩაიშვილი (32/4), გოჩა ჩიქოვანი (32/2), კახა ცხადაძე (32/1), გია ჯიშკარიანი (31/6), ზაურ ხაპოვი (29), კახა კაჭარავა (28/14), სოსო ჭედია (26), გია გურული (25/23), მამუკა მაჭავარიანი (24), გოჩა ჯამარაული (19), მალხაზ არზიანი (18), გიორგი ნემსაძე (14/2), მიხეილ ყაველაშვილი (13/5), გივი ქველაძე (13), დავით ყიზილაშვილი (10/2), გელა კეტაშვილი (9), გრიგოლ ცაავა (8/3), როინ კერძევაძე (8/1), აკაკი დევაძე (8), ემზარ შონია (5), თემურ ყიფიანი (3). მთავარი მწვრთნელი — დავით ყიფიანი.[14]

1990 წლის
საქართველოს ჩემპიონი
1990
„იბერია“ თბილისი
პირველი ტიტული

თბილისის „იბერიამ“ ფეხბურთში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა უძლიერესის სახელი. 1990 წლის 3 ნოემბერს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, „სამგურალთან“ მოპოვებული ერთი ქულით „იბერიამ“ ჩემპიონობა გაინაღდა და მიუღწეველი აღმოჩნდა დანარჩენ მეტოქეთათვის, კერძოდ, „გორდასთვის“, რომელიც ოზურგეთში, „მერცხალთან“ დამარცხდა. დინამოელთათვის ჩემპიონის პირველი წოდების მომტანი ეს შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ზედმეტ რისკს ორივე გუნდი ერიდებოდა. მცველთა უშეცდომო თამაშის წყალობით შეტევები საჯარიმო მოედნის მისადგომებთან მთავრდებოდა და მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ერთი მომენტი იყო დასამახსოვრებელი, როცა ზურაბ იონანიძის ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. მეორე ნახევარში უფრო აქტიურობდნენ მეტოქენი და როგორც წყალტუბოელებს (გოჩა ხარაბაძე), ასევე თბილისელებს (ზაზა რევიშვილი) შეეძლოთ ბურთის გატანა, მაგრამ კვლავ მცველებმა იმარჯვეს. მატჩის 66-ე წუთზე რეალური საფრთხის წინაშე იდგნენ მასპინძლები, როცა თემურ ქეცბაიას მიერ დარტყმული ბურთი ძელმა „მოიგერია“. მალე კახი გოგიჩაიშვილს მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ გოჩა მიქაძის თავგანწირულმა თამაშმა ამჯერადაც იხსნა „სამგურალი“. თბილისის „იბერიას“ წარმატება პირველად „სამგურალის“ ფეხბურთელებმა მიულოცეს და სტადიონზე მოსულმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა გულთბილი ტაშითა და ოვაციებით გააცილა ორივე გუნდი. გუნდებმა ეს შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: „სამგურალი“. მიქაძე, ჯანელიძე, წიქარიშვილი, ბერაძე, იონანიძე (მუშკუდიანი), ხვიტია, ცნობილაძე, კერესელიძე, ლ. ფესტვენიძე (ჩიხლაძე), ხუნდაძე, ხარაბაძე. „იბერია“: ხაპოვი, არზიანი, ცხადაძე, ჭედია, ჯიშკარიანი (კერძევაძე), რევიშვილი, ქეცბაია, ჩიქოვანი (მაჭავარიანი), კაჭარავა (გოგიჩაიშვილი), ნემსაძე, ჯამარაული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1990 წლის ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს მიენიჭათ პრიზები, რომლებიც დაწესებული იყო წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი თემურ ქეცბაია. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებად მიიჩნიეს თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე და სოხუმის „ცხუმის“ თავდამსხმელი მიხეილ ჯიშკარიანი. სიჯანსაღისა და სპორტის საქართველოს რესპუბლიკური საქველმოქმედო ფონდისგან ოჩამჩირის „ამირანის“ ფეხბურთელს ჯუმბერ ჭითანავას გადაეცა პრიზი (1000 მანეთი) — როგორც „უმაღლესი ჯგუფის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახის მამას“.[15] „სეზონის აღმოჩენა“ — ასეთი პრიზი მიენიჭა ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელს გოჩა გუჯაბიძეს. „ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი“ — მამუკა ფანცულაია (რუსთავის „გორდა“). საუკეთესო ბომბარდირის პრიზის მფლობელი გახდა ორი ფეხბურთელი: გია გურული („იბერია“) და მამუკა ფანცულაია („გორდა“) — 23-23 გოლით. „საუკეთესო დებიუტანტი და მისი მწვრთნელი“ — გიორგი კილასონია და გივი ნოდია („გორდა“). „საუკეთესო მეკარე“ — ნიკოლოზ ჩხეიძე („ქუთაისი“). „საუკეთესო მცველი“ — კახი ცხადაძე („იბერია“). ყველაზე შედეგიან კლუბად და საქართველოს დედაქალაქის საუკეთესო გუნდად მიიჩნიეს 1990 წლის ჩემპიონი თბილისის „იბერია“, ხოლო მის თავდამსხმელს — გია გურულს გადაეცა ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი. „ყველაზე ლამაზი გოლის“ პრიზი გადაეცა ლევან ყიფიანს. სეზონის საუკეთესო მსაჯებად აღიარეს: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი), მერაბ მალაღურაძე (თბილისი), ანატოლი მილჩენკო (სოხუმი), ელგუჯა სილაგავა, ლევან ჩიტაია, მერაბ ჭელიძე (სამივე — თბილისი).[16]

ყველაზე მეტი — 11 გოლი გავიდა „ქუთაისისა“ და გორის „დილას“ შეხვედრაში — 8–3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
ქართული სპორტი · FootballFakts.ru · RSSSF · WildStat.com
„ლელო“
15.03 · 01.04 · 14.04
მედია
1tv.ge · Ajara TV · CrystalSport · Lelo.ge · WorldSport.ge
ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
2010-03-30 · 2010-03-31
  1. ჩემპიონატის დაწყების წინ ბევრ გუნდს შეეცვალა სახელი: თბილისის „დინამოს“ „იბერია“ ეწოდა, რუსთავის „მეტალურგს“ — „გორდა“, ზუგდიდის „დინამოს“ — „ოდიში“, სამტრედიის „ლოკომოტივს“ — „სანავარდო“, ბათუმის „დინამოს“ — „ბათუმი“, ქუთაისის „ტორპედოს“ — „ქუთაისი“, სოხუმის „დინამოს“ — „ცხუმი“, ცხინვალის „სპარტაკს“ — „ლიახვი“, წყალტუბოს „შადრევანს“ — „სამგურალი“.