უნჰიეონის სასახლე (კორ. 운현궁), აგრეთვე ცნობილი როგორც უნჰიეონგუნგის სამეფო რეზიდენცია — ყოფილი კორეის სამეფო რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს 1144-10 უნნ-ნი-დონგში, სეული, სამხრეთ კორეა. ის თავდაპირველად იყო პრინც რეგენტის დაევონ-გუნის რეზიდენცია, რომელიც იყო ჩოსონის დინასტიის მმართველი XIX საუკუნეში, ასევე იმპერატორ გოჯონგის მამა. თავად გოჯონგიც ამ რეზიდენციაში ცხოვრობდა, მანამ, სანამ 12 წლის ასაკში ტახტზე არ ავიდა.[1][2] ამაჟამად ის არის მუზეუმი და ღიაა საზოგადოებისთვის.
მისი ტერიტორია თარიღდება XIV საუკუნით. ადრეული შენობები დაზიანდა და განადგურდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც შემორჩა დღემდე. როდესაც უნჰიეონგუნგი დედოფალი დედა ჯოს განკარგულებაში იყო ის გადაკეთდა გრანდიოზულ კომპლექსად, რომელსაც ოთხი კარიბჭე ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, სარეზიდენციო კომპლექსი დაევონ-გუნის მემკვიდრეობიდან გადავიდა იაპონიის კოლონიური მმართველობის ქვეშ, ის დააბრუნეს 1949 წელს და 1993 წელს ის მიჰყიდეს სეულის მთავრობას. მოგვიანებით მას ჩაუტარდა სამ წლიანი რესტავრაცია, რათა დაებრუნებინათ მისთვის თავდაპირველი სახე.[3]
დღევანდელი ნაგებობა შედარებით პატარაა მის წინა შენობასთან შედარებით, დღესდღეობით დუკსუნგის ქალთა უნივერსიტეტი ფლობს მისი ტერიტორიის ნაწილს, ასევე სხვა პატარა ტერიტორიებს, რომელშიც შედის უნჰიეონის სამეფო ბაღი და ბიეოლჰადანგ ჰანოკის სასტუმრო.[4] დარჩენილი კომპლექსი შეიცავს:
ინტერიერის ზოგიერთი ნაწილი განაახლეს და შეიცავს სხვადასხვა მანეკენებს, მათი ჩაცმულობაა კი ზუსტად შეესაბამება სხვადასხვა დროის კორეის ისტორიის ჩაცმულობას. კომპლექსი შეიცავს პატარა მუზეუმს. რეზიდენცია ღიაა საზოგადოებისთვის. მისი დათვალეიერება და შესვლა ფასიანია.
ნორკადანგის არის ყველაზე დიდი შენობა კომპლექსის შიგნით, ასევე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც მეფე გოჯონგისა და იმპერატრიცა მიეონგსეონგის ქორწილია განსახიერებული. ნორაკდანგი ასევე იყო ერთ-ერთი იმ ორი რეზიდენციიდან, რომელიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
ყველაზე სახელგანთქმული არის ნორაკდანგის შიგნით მდებარე სამზარეულოს სტრუქტურა, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს საკვების მოსამზადებლად. დარბაზში ტარდებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორიცაა დაბადების დღის წვეულებები და მასთან დაკავშირებული ცერემონიები.
ტრადიციული საქორწილო ცერემონია იმართებოდა ნორაკდანგში.[1]
ნოანდანგი არის ადგილი, სადაც ჰეუნგსეონ დაევონგუნი იღებდა სტუმრებს და იყო დასასვენებელი ადგილი მამაკაცებისთვის. დარბაზი არ იყო მხოლოდ მოსასვენებელი და გასართობი ადგილი. ჰეუნგსეონ დაევონგუნი, როგორც მამა ახალგაზრდა იმპერატორის, ყველა საქმიანობას აკეთებდა ნოანდანგში.[1]
იროდანგი არის სარეზიდენციო კომპლექსში ერთ-ერთი ორი იმ ორი რეზიდენციიდან, რომელსაც იყენებდნენ ქალები.
სუჯიკსა არის მარჯვენა შესასვლელის პატარა მწკრივი ოთახებისა. ეს ოთახები განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისა და გუარდიის საცხოვრებლად.[1]
უნჰიეონგუნგი არის ტერიტორია ბოლო სამეფო ცერემონიისთვის, მეფე გოჯონგისა და იმპერატრიცა მიეონგსეონგის ქორწილის იმიტაცია, რომელიც გაიმართა უნჰიეონგუნგის ტერიტორიაზე 1866 წლის 21 მარტს. ეს იმიტაცია იმართება ყოველ წელს გაზაფხულსა და შემოდგომაზე.[5][6]
ეს ცერემონია არის ზუსტი იმიტაცია, რომელიც ეფუძნება ისტორიულ კვლევებსა და სასახლის განხილვათა ნაკრების განხილვებს, საიმპერატორო ოჯახის სამეფო ქორწინების ცერემონიის და მისი საუცხოო, სამეფო სტილის შესახებ. ის იმიტაცია შესაძლებლობას აძლევს დამთვალიერებელს განიცადონ ჩოსონის დინასტიის მიმზიდველი და ელეგანტური ტრადიციულო სამეფო კოსტუმების და ცხოვრების სტილის მრავალფეროვნება.[7][8]