უსაქმური კლასის თეორია

თორსტეინ ვებლენი

„უსაქმური კლასის თეორია“თორსტეინ ვებლენის 1899 წლის წიგნი, რომელიც ადამიანის ქცევაზე სიმდიდრის ფლობის ან მისკენ სწრაფვის გავლენას იკვლევს.[1] უფრო კონკრეტულად, ესაა ტრაქტატი ეკონომიკის შესახებ, რომელიც თვალშისაცემი მოხმარების სოციალურ კრიტიკას წარმოადგენს. ვებლენი თვალშისაცემ მოხმარებას განიხილავს, როგორც სოციალური კლასისა და კონსუმერიზმის ფუნქციას, რომელიც წარმოშვა სოციალურმა დაყოფამ და შრომის დანაწილებამ, ფეოდალური ხანის სოციალურმა ინსტიტუციებმა, რომლებიც თანამედროვე ეპოქაშიც აგრძელებენ არსებობას.

ვებლენი წერს, რომ თანამედროვე ბიზნესმენი, რომელიც წარმოების საშუალებებს ფლობს, თვალსაჩინო მოხმარების ეკონომიკურად არაპროდუქტიულ პრაქტიკაშია დასაქმებული, რომელიც არ არის სარგებლის მომტანი ისევე, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების მატერიალური წარმოებისთვის. ამასთანავე, ვებლენი ამტკიცებს, რომ სწორედ ინდუსტრიულ საქმიანობაში ჩართული საშუალო და მშრომელი კლასია ის ფენა, რომელსაც საზოგადოებისთვის რეალური სარგებელი მოაქვს.

XIX საუკუნის დასასრულს ჩატარებულმა ვებლენის სოციო-ეკონიმიკურმა ანალიზმა საკმაოდ ზუსტად იწინასწარმეტყველა ბიზნესის ბრუნვისა და აშშ-ის ეკონომიკის ფასების თანმიმდევნული პოლიტიკის, ისევე, როგორც შრომის ტექნოკრატიული დანაწილების შესახებ ინდუსტრიული საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bain, Jonathan. 2008. "Thorstein Veblen (1857-1929) 'Conspicuous Leisure' დაარქივებული 2021-05-23 საიტზე Wayback Machine. ." Social Philosophy (2008) [PL 2044]. Polytechnic Institute of New York University.
  2. William Rose Benét|Benét, William Rose, ed. 1987. Benét's Reader's Encyclopedia p. 970.