უჩან-სუ — ჩანჩქერი ყირიმში, მდებარეობს ყირიმის მთების სამხრეთ ფერდობზე. მისი სახელი ყირიმულ ენაზე ითარგმნება, როგორც მფრინავი წყალი.
უჩან-სუ, ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ყირიმში და არის ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. მისი სიმაღლეა 390 მეტრი. ის ყველაზე წყალუხვია გაზაფხულზე, როცა მთებში თოვლი დნება.