უჩკუს-ინკანიანი (ესპ. Uchkus Inkañan; კეჩ. uchku ხვრელი, გახსნა,[1][2] Inka ინკა, ñan გზა[3]) — არქეოლოგიური ძეგლი პერუში. მდებარეობს უანკაველიკის რეგიონში, უანკაველიკის პროვინციის იაულის რაიონში, მდინარე იჩუს მარჯვენა ნაპირზე.
მიჩნეულია, რომ უჩკუს-ინკანიანი ინკების ასტრონომიული ობსერვატორია და ექსპერიმენტული ცენტრი იყო.