ფაროსნები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
cassidinae | |||||||||||
|
ფაროსნები (ლათ. Cassidinae) — ხოჭოების ქვეოჯახი, ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. აქვთ გაბრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 4-20 მმ აღწევს. ზედა ფრთებისა და წინა ზურგის ნაპირები გამოწეულია და ქმნის ფარის მსგავს წარმონაქმნს. ქვეოჯახში 1000-მდე სახეობაა. გავრცელებულია: ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში. ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული იყო 60-მდე სახეობა. ზოგი, მაგალითად, ჭარხლის ფაროსანი (ლათ. Cassida nebulosa) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია.