დაბა | |
---|---|
ფასანაური | |
ფასანაური 1870-იან წლებში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°20′47″ ჩ. გ. 44°41′34″ ა. გ. / 42.34639° ჩ. გ. 44.69278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1050 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1148[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 346[2] |
საფოსტო ინდექსი | 1800[3] |
ფასანაური — დაბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, უკანამხარი, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკანი, ხევშა).
მდებარეობს მდინარეების მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 1050 მ, დუშეთიდან 47 კმ. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,8°C, ინავრისა -4,1°C, ივლისის 18,5°C; აბსოლუტური მინიმუმი -30°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 36°C. ნალექები 1000 მმ წელიწადში.
ფასანაური ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, მთიულეთის ცენტრია. გადმოცემის მიხედვით ეს ადგილი ძველად წარმოადგენდა ვაჭრობის ერთ–ერთ ცენტრს. მისი სახელწოდებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, სავარაუდოდ ის დაკავშირებული სიტყვასთან „ფასი“. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, საშუალო და სამუსიკო სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი (მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან), 2 ბიბლიოთეკა, მატყლის შეგროვებისა და პირველადი დამუშავების საწარმო, ტურბაზა და ორი სასტუმრო „ინტურისტი“ და „არაგვი“.
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1148 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[4] | 429 | 209 | 220 |
1989 | 2084 [5] | ||
2002 | 1583[5] | ||
2014 | 1148 |
ფასანაური ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია და წარმოადგენს ტურისტული მიზიდულობის ცენტრს. მოქმედებს სასტუმრო „არაგვი“. ფასანაური ცნობილია მთიულური სამზარეულოთი და ფასანაურული ხინკლით.
|
|