ფერმები ოვერთან ახლოს | |
---|---|
Farms near Auvers[1] | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F793 და JH2114 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 50.2 |
სიგანე | 103 |
ქალაქი | ლონდონი |
მუზეუმი | ტეიტი |
ფერმები ოვერთან ახლოს — ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1890 წლის ივლისში, როდესაც ის ცხოვრობდა ოვერ-სიურ-უაზში, საფრანგეთში.[2][3] ნახატი არის ორმაგი ოთხკუთხედი ტილოს მაგალითი, რომლებიც მან გამოიყენა თავის ბოლო პეიზაჟებში.[4] 1890 წლის მაისში მან დატოვა სენ-რემი-დე-პროვანსის თავშესაფარი, რის შემდეგაც, სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ქალაქ ოვერ-სიურ-უაზში გაატარა, რომელიც პარიზის ჩრდილოეთით მდებარეობს. ოვერში ჩასვლის შემდეგ ვან გოგმა წერილი მიწერა თავის და, ვილს: „აქ არის ხავსიანი ჩალით დაფარული შესანიშნავი სახურავები, რომლებითაც მე აუცილებლად შევქმნი რამეს“.[5] ნახატი დაუსრულებელია. ის ჰგავს ჩალით გადახურული სახლებს და კოტეჯებს, რომელიც მან დახატა ოვერში ჩასვლის შემდგომ.[6] 1933 წელს ეს ნახატი ც. ფრანკ სთუპის მიერ გადაეცა ტეიტის მუზეუმს, ლონდონში, სადაც იგი დღემდე ინახება.[6][7] ის შეიქმნა იმავე თვეს, როდესაც ვან გოგი გარდაიცვალა.