ფესვები | |
---|---|
Tree-roots | |
![]() | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F816[1] და JH2113[1] |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 50 |
სიგანე | 100 |
ქალაქი | ამსტერდამი |
მუზეუმი | ვან გოგის მუზეუმი |
ფესვები — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1890 წელს, როდესაც მხატვარი ოვერში, საფრანგეთში ცხოვრობდა.[2][3] ნამუშევარში კარგად გაირჩებვა ხატვის ის სტილი რასაც ვან გოგი ბოლო წლებში საკუთარ პეიზაჟებში იყენებდა.[4]
ვან გოგმა სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ოვერ-სიურ ოაზიში გაატარა, პატარა ქალაქში პარიზის ჩრდილოეთით, მას შემდეგ რას სენ-რემის თავშესაფარი დატოვა 1890 წლის მაისში.[5] არის ვერსიები, რომ ნამუშევარი ვინსენტის ბოლო ნახატია 1890 წლის ივლისის ბოლოს მის გარდაცვალებამდე.
იან ჰულსკერს მიაჩნია რომ ორმაგ ტილოზე დახატულ ნამუშევრებს შორის ეს ყველაზე ორიგინალურია. მნახველები ამბობენ რომ მათ სურათზე სამი ფესვისა და ღეროს გარჩევა შეუძლიათ, თუმცაღა მთლიანი ნახატის აღქმა არცთუ ისე ადვილია,[6] ვანდერ ვენისა და კნაპის თქმით ნამუშევარზე გაირჩევა ბუჩქის ორი ფიგურაც. ნამუშევარი საკმაოდ ცნობილია იმის მიუხედავად რომ ის გერმანული ექსპრესიონიზმისა და აბსტრაქციონიზმის ნიმუშია.[7]