ფილიპინების არქიპელაგი მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებისა და ენდემიზმის ერთ-ერთი უდიდესი რეზერვუარია. არქიპელაგი 7 100-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთა ფართობიც 300 780 კმ²―ს უტოლდება.
ფილიპინების ეკორეგიონები პირველ რიგში გამყინვარების პერიოდში ზღვის დონითაა განსაზღვრული, რომელიც დღევანდელთან შედარებით 120 მეტრით დაბალი იყო და მილიონობით გალონი წყალი დიდ კონტინენტურ ყინულოვან ფარში იყო მოთავსებული. დღევანდელი ფორმით კუნძულების დანაწევრებამდე ფილიპინების ეკორეგიონები იყო:
- დიდი ლუსონი ― ლუსონი, კატანდუანესი, მარინდუკე, პოლილიო და პატარა კუნძულები.
- დიდი მინდანაო ― მინდანაო, ბასილანი, ბოჰოლი, ლეიტე, სამარი და მიმდებარე პატარა კუნძულები.
- დიდი პალავანი ― პალავანი, ბალაბაკი, ბუსუანგა, კულიონი, კუიო და მიმდებარე კუნძულები.
- დიდი ნეგროსი-პანაი ― ნეგროსი, პანაი, სებუ და მასბატე.
- დიდი სულუ ― სულუს არქიპელაგის დიდი ნაწილი ტავი-ტავიდან ხოლომდე.
ფილიპინების ეკორეგიონების განმსაზღვრელი კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი სიმაღლეა. ლუსონისა და მინდანაოს მაღალი მთები წვიმის ტყეების ეკორეგიონებს მიეკუთვნება. ლუსონის მთები ლუსონის ტროპიკული ფიჭვის ტყეების ეკორეგიონსაც მიეკუთვნება.
- ჩრდილოეთ ფილიპინების კუნძულები
- პალავანი-ბუსუანგა-მინდორო
- მინდანაო
- ლანაოს ტბა
საზღვაო პროვინციების მიხედვით:[2]
- ↑ Spalding, Mark D., Helen E. Fox, Gerald R. Allen, Nick Davidson et al. "Marine Ecoregions of the World: A Bioregionalization of Coastal and Shelf Areas". Bioscience Vol. 57 No. 7, July/August 2007, pp. 573–583.
- ↑ Spalding, Mark D., Helen E. Fox, Gerald R. Allen, Nick Davidson et al. "Marine Ecoregions of the World: A Bioregionalization of Coastal and Shelf Areas". Bioscience Vol. 57 No. 7, July/August 2007, pp. 573–583. [1]