ფიუჩერსული ბირჟა — სასაქონლო ბირჟის თანამედროვე ფორმა, რომელზეც ფიუჩერსული კონტრაქტებით მიმდინარეობს ვაჭრობა. ფიუჩერსულ ბირჟაზე სასაქონლო ბირჟაზე რეალური საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით: გარიგებები უმეტესწილად ფიქციური ხასიათისაა (გარიგების მხოლოდ 1-2% მთავრდება საქონლის მიწოდებით, ხოლო დანარჩენი ფასებს შორის განსხვავების დაფარვით ხორციელდება); კონტრაქტის ყველა პირობა (გარდა ფასებისა) უნიფიცირებულია; გარიგებები გაუპიროვნებელია, რადგან მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლობას ასრულებს საანგარიშსწორებო პალატა.[1]