ფოსა დეი ლეონი

ფოსა დეი ლეონი (იტალ. Fossa dei Leoni „ლომების ბუნაგი“) — მილანური ულტრადაჯგუფება, რომელიც 5000-6000-მდე წევრს ითვლის. იგი საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფანებითაა დაკომპლექტებული. დაჯგუფება ცნობილია წევრთა თავისუფალი მიღების წესით, — „ხუთ ევროდ შენ „ფოსა დეი ლეონის“ წევრი ხარ“ — ხშირად მღერიან დაჯგუფების წევრები სტადიონზე. „ფოსა დეი ლეონი“ აპოლიტიკური, აპარტიული ორგანიზაციაა, განსხვავებით მილანის მეორე ულტრადაჯგუფება „ბრიგატე როსონერისაგან“, რომელიც მემარჯვენე-რადიკალური იდეების მატარებელია.