ფრანჩესკო ანტონიო ვალოტი

ფრანჩესკო ანტონიო ვალოტი (დ. 11 ივნისი, 1697 — გ. 10 იანვარი, 1780) — იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორისტი და ორგანისტი.


დაიბადა ვერჩელიში. სწავლობდა გ. ა. ბისონთან, წმ. ეუსებიუსის ეკლესიაში. 1720 წელს გახდა ამ ეკლესიის მღვდელი. 1722 წელს გახდა წმ. ანტონიოს ეკლესიის ორგანისტი პადუაში, 1730 წელს აქ მიიღო მაესტროს ტიტული, რომელიც შეინარჩუნა 50 წლის განმავლობაში. აქ გაიცნო კომპოზიტორი და მუსიკის თეორისტი ჯუზეპე ტარტინი. ვალოტი გარდაიცვალა პადუაში, 1780 წლის 10 იანვარს.

ასევე დაწერა 43 საეკლესიო მუსიკა და ინტროიტი 5 ხმისთვის.