ქაბულის ტერაქტი (ივლისი, 2016) July 2016 Kabul bombing | |
---|---|
ქაბულის რუკა | |
მდებარეობა | დეჰმაზანგის მოედანი, ქაბული ავღანეთი |
თარიღი | 14:30 (UTC+04:30)[1] 23 ივლისი 2016 |
სამიზნე | ჰაზარელები |
თავდასხმის ტიპი |
სუიციდი |
იარაღი | ბომბი |
დაღუპულები | 80+[2] |
მსხვერპლნი | 260[3] |
ორგანიზატორები | ისლამური სახელმწიფო |
მოტივი | ანტი-შიიზმი |
2016 წლის 23 ივლისს, ორმაგი აფეთქება[4] მოხდა დეჰმაზანგის მოედანის სიახლოვეს ქაბულში, ავღანეთის დედაქალაქში, როდესაც იქ აქციის მონაწილეები, ძირითადად ეთნიკური უმცირესობა შიიტი ჰაზარელები, გამართეს მსვლელობა მთავრობის ახალი პროექტის წინააღმდეგ.[5][6] ტერაქტის დროს მინიმუმ 80 ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
თავდასხმა, 2001 წლიდან, იყო ყველაზე სისხლიანი ქაბულში.[7] ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში, ტერაქტის მომდევნო დღე (24 ივლისი), ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.