ქალე (ბორჩხის რაიონი)

სოფელი
ქალე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ბორჩხა
კოორდინატები 41°23′02″ ჩ. გ. 41°37′34″ ა. გ. / 41.38389° ჩ. გ. 41.62611° ა. გ. / 41.38389; 41.62611
ადრეული სახელები მაკრეთი
მოსახლეობა 283 (31 დეკემბერი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08400
ქალე (ბორჩხის რაიონი) — თურქეთი
ქალე (ბორჩხის რაიონი)

ქალე (თურქ. Kale) — სოფელი ბორჩხის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 39 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ბორჩხიდან 7 კილომეტრში.[2] 2021 წლის მონაცემებით სოფელში 283 ადამიანი ცხოვრობს.[3]

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა მაკრეთი.[4]

მაქრეთი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთის ლაზეთის ნაწილში, ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ადრეულ და გვიან შუა საუკუნეებში ქართული სამეფოებისა და სამთავროების მმართველობის ქვეშ მყოფი სოფელი მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალთა ხელში გადავიდა.

მაქრეთი, ოსმალთა მმართველობის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, 1877-1878 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომის შედეგად ცარისტული რუსეთის მმართველობაში გადავიდა. ამ ომიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ, 1886 წელს რუსების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, მაქრეთი რუსულ მმართველობაში ბათუმის ოლქის ბათუმის სანჯაყის (ოქრუგ) გონიოს უბნის (უჩასტოქ) შემადგენლობაში შედიოდა.[5] პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ რუსული ჯარების რეგიონიდან გასვლის შემდეგ, 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში მოექცა. 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს თურქულმა ძალებმა არდაჰანის, არტვინისა და ბათუმის რეგიონები დაიკავეს, თუმცა ბათუმში ვერ მოიკიდეს ფეხი. ანკარის მთავრობის მიერ 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთთან დადებული მოსკოვის ხელშეკრულებით, არტვინი და არდაჰანი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა მაქრეთი, თურქეთს გადაეცა.[6]

მაქრეთი, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შემდეგ, 1922 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, არტვინის პროვინციის ბორჩხის უბანს მიეკუთვნებოდა.[7] 1925 წელს სოფლის სახელი შეიცვალა „თოფჩულარად“ (Topçular). 1926 წლის მოსახლეობის აღწერისას, როდესაც ბორჩხა არტვინის პროვინციის მთავარი უბნის დაქვემდებარებაში არსებული თემი იყო, მაქრეთის სოფელი ბორჩხის თემის საზღვრებში შედიოდა. 1928 წლის ოსმალურ გამოცემაში „სოფლების სახელები უკანასკნელი ტერიტორიული ორგანიზაციის მიხედვით“, მაქრეთი, რომელიც უკვე თოფჩულარად იწოდებოდა, ბორჩხის უბნის დაქვემდებარებაში მყოფ სოფლად იყო აღრიცხული.[8] მოგვიანებით სოფლის სახელი შეიცვალა „ქალედ“ (Kale).

სოფლის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობა, მაქრეთის ციხე, მდებარეობს ჭახალას ხეობაში, ჭახალას მდინარისა და მარცხენა მხრიდან შემდინარე ნაკადულის შეერთების ადგილას, ტყეში მდებარე ბორცვზე, 290 მეტრის სიმაღლეზე. ციხე, რომელსაც ერთი კოშკი აქვს, აშენებულია კირის დუღაბით. ნაგებობა დღესაც ძირითადად შენარჩუნებულია.[9]

  1. https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
  2. Kale Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  3. Artvin Borçka Adagül Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 6 Şubat 2022.
  4. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
  5. kazası (1886 Yılı)” (Rusça). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 Şubat 2020.
  6. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1934, 2. cilt, s. 41.
  7. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, 2013, s. 186, ISBN 9786055708856.
  8. Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 79.
  9. Tao-Klarceti - Tarihsel ve Kültürel Anıtlar Kataloğu (Gürcüce), (Editör) Buba Kudava, (Yazarlar) Nestan Bagauri, Zurab Batiaşvili, İrma Beridze, Buba Kudava, Nikoloz Jğenti, Goça Saitidze, Natia Hizanişvili, 2018, Tiflis, s. 300, ISBN 9789941478178.