ქართული შროშანი

ქართული შროშანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lilium monadelphum (M.Bieb., 1808)
სინონიმები

ქართული შროშანი (ლათ. Lilium monadelphum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ყვავილსაფარი მუქი ყვითელია, აყრია მუქი მეწამულ-იისფერი წინწკლები; ფორმით მილისებურ-ზარისებურია. ფოთლები ფორმით ელიფსურიდან ხაზურ-ლანცეტამდეა, ღეროზე განლაგებულია მორიგეობით; სქლადაა დაფარული ბეწვით, რომელიც კიდეებზე და ქვედა მხრიდან ძარღვის გაყოლებით გააჩნია. ღეროს სიმაღლე 1 -მდეა, იგი სქელი და ძირიდანვე ფოთლებითაა შემოსილი. გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, იზრდება ტყისპირა ადგილებში, არყნარში, მაღალ ბალახეულობაში და მდელოებზე. საქართველოში მისი ნახვა კახეთშია შესაძლებელი, გომბორის უღელტეხილისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ ზემო ომალოს მიდამოებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]