ქემანქეშ ქარა ალი-ფაშა | |
---|---|
Kemankeş Kara Ali Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 აგვისტო, 1623 |
მმართ. დასასრული: | 3 აპრილი, 1624 (1 წელი) |
წინამორბედი: | მერე ჰუსეინ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჩერქეს მეჰმედ-ფაშა |
სულთანი: |
მუსტაფა I მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 3 აპრილი, 1624 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
ქემანქეშ ქარა ალი-ფაშა (გ. 3 აპრილი, 1624) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1623 წლის აგვისტოდან 1624 წლის აპრილამდე, სულთნების: მუსტაფა I–სა და მურად IV–ის დროს.
ქარა ალი-ფაშა აღიზარდა ენდერუნის სამხედრო სკოლაში. 1600-იან წლებში იყო იანიჩარი, ხოლო 1613-1621 წლებში მართავდა ბაღდადისა და დიარბაქირის სანჯაყებს. 1622 წელს მონაწილეობა მიიღო ოსმან II-ის ტახტიდან ჩამოგდებაში. იმავე წელს ახალი დიდი ვეზირი, ქარა დავუდ-ფაშა სწორედ ალი-ფაშას ღალატით ჩაუვარდა ქიოსემ სულთნის მომხრე იანიჩარებს ხელში.
1623 წლის 10 სექტემბერს, სულთანი მუსტაფა ტახტიდან ჩამოაგდეს და მის მაგივრად ტახტზე სულთან აჰმედ I–ის 11 წლის შვილი, მურადი აიყვანეს. ალი-ფაშამ ჰალიმე სულთანს მისცა პირობა იმის შესახებ, რომ სულთან მუსტაფას სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. ასეც მოხდა, მუსტაფა I სასახლის კაფესში გამოკეტეს, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.
ალი-ფაშა მონაწილეობდა ირან–ოსმალეთის 1623-1639 წლების ომში.
1624 წლის 3 აპრილს, ქიოსემ სულთანმა ქემანქეშ ფაშას დიდი ვეზირის ბეჭედი ჩამოართვა და მის მაგივრად ვეზირად ჩერქეს მეჰმედ-ფაშა დანიშნა. იმავე დღეს, ალი-ფაშა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს.
• Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.387-391.
• Danişmend, İsmail Hâmi (1971), Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
• Tektaş, Nazım. (2009), Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. İstanbul:Çatı Kitapları. ISBN 9789758845000
• Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5