ქიტრიდიომიცეტები

ქიტრიდიომიცეტები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
რიგი:  ქიტრიდიომიცეტები
ლათინური სახელი
Chytridiales

ქიტრიდიომიცეტები (ლათ. Chytridiales) — უმდაბლესი სოკოების რიგი. მიკროსკოპული, პრიმიტიული, უმეტესად ერთუჯრედიანი და ერთბირთვიანი სოკოებია. ტიპური მიცელიუმი არა აქვთ. უმეტესობა წყალში ცხოვრობს. საპროფიტები ან წყალმცენარეების, სხვა სოკოების პარაზიტებია. ქიტრიდიომიცეტების 500-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. ზოგიერთი სახეობა მცენარეთა დაავადებებს იწვევს. მაგალითად ოლპიდიუმი კომბოსტოს შავ ფეხს, სინქიტრიუმი კარტოფილის კიბოს.