ქსენია აფანასიევა | |
---|---|
![]() აფანასიევა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე | |
სრული სახელი | ქსენია დმიტრიევნა აფანასიევა |
ქვეყანა (სპორტი) |
![]() |
დაიბადა |
13 სექტემბერი, 1991 ტულა, რსფსრ, საბჭოთა კავშირი |
საცხოვრებელი ადგილი | ტულა, რუსეთი |
რეზიდენცია | მოსკოვი, რუსეთი |
სიმაღლე | 1,58 მ. |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური |
გუნდი | CSKA სპორტული კლუბი |
მწვრთნელ(ებ)ი | მარინა ვლადიმიროვნა ნაზაროვა |
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი | სერგეი ოლეგოვიჩ გაიდეროვი |
ქორეოგრაფი | ოლგა ბუროვა |
კარიერა დაასრულა | 21 ივლისი, 2016 |
ქსენია აფანასიევა (რუს. Ксения Дмитриевна Афанасьева; დ. 13 სექტემბერი, 1991) — ყოფილი რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე. 2008 წლისა და 2012 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2013 და 2015 წლების ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული „floor exercise“ ღონისძიებაში და 2013 წლის უნივერსიადის ოქროს მედალოსანი „vault“ და „floor exercise“ ღონისძიებაში. 2016 წლის ივლისში, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე, თირკმლის დაავადების გამო აფანასიევამ ტანვარჯიშიდან გადადგა.
2005 წლის ივლისში აფანასიევა იტალიაში, ლინანო საბიადოროში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვიდა. რუსეთის ნაკრებთან ერთად გუნდურ ჩათვლაში ქსენიამ ოქროს მედალი მოიპოვა.[1] 36.550 ქულით ქსენიამ „All-around“ ღონისძიებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[2]„Balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში ქსენიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[3][4] „vault“ ღონისძიებაში კი მეოთხე ადგილი დაიკავა.[5]
აპრილში აფანასიევამ ვოლოსში, საბერძნეთი გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც „vault“ „uneven bars“ და „balance beam“ ღონისძიებების ნომრები შეასრულა რუსეთის უმცროსთა ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა.[6][7]
2007 წელს აფანასიევამ პარიზში გამართულ მსოფლიო თასზე 15,175 ქულით „balance beam“ ღონისძიებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.[8]
2008 წლის აპრილში საფრანგეთში, კლემონ-ფერანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ქსენიამ რუსეთის გუნდს 14,575 („vault“) და 14,100 („floor exercise“) ქულები მიუტანა და მეორე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.[9] მომდევნო თვეს ჩინეთში, ტიანინში გამართულ მსოფლიო თასზე ვერცხლისა (“balance beam“, 14,350) და ბრინჯაოს („uneven bars“, 15,075) მედლები მოიპოვა, „balance beam“ ღონისძიებაში კი მეხუთე ადგილი დაიკავა (15,275).[10]
მაისის ბოლოს, მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე აფანასიევამ ვერცხლის („floor exercise“, 14,775) მედალი მოიპოვა, „vault“ ღონისძიებაში კი — მეშვიდე ადგილს დასჯერდა (13,887).[11]
2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აფანასიევა თანაგუნდელებთან: ლიუდმილა ეშოვასთან, სვეტლანა კლიუკინასთან, ეკატერინე კრამარენკოსთან, ანა პავლოვასთან და ქსენია სემიონოვასთან ერთად ასპარეზობდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე აფანასიევა მეექვსე ადგილზე გავიდა (60,800), მაგრამ ორი-ყოველი ქვეყნიდან პრინციპის გამო (ფინალურ ღონისძიებაში ყოველი ქვეყნიდან მხოლოდ ორ ტანმოვარჯიშეს შეუძლია გამოსვლა, რის გამოც ფინალურ ეტაპზე რუსეთიდან საუკეთესი შედეგების მქონე პავლოვა და სემიონოვა გამოვიდნენ), ფინალურ ეტაპზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა.[12] აფანასიევამ გუნდს 15,075 („vault“), 14,925 („uneven bars“) და 14,735 („floor exercise“) ქულები მოუტანა, თუმცა, რუსეთის ნაკრები მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.[13] „Balance beam“ ღონისძიების ფინალში აფანასიევა მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა (14,825).[14]
აპრილში მილანში (იტალია) ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე აფანასიევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა („all-around“, 57,600), „uneven bars“ ღონისძიებაში კი, მეოთხე ადგილზე გავიდა (14,650).[15]
ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ოთხი ტანმოვარჯიშისაგან შემდგარი დელეგაციის წევრად აფანასიევაც დაასახელეს, მაგრამ ზურგის დაზაინების გამო მან შეჯიბრზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
აპრილში მელბურნში (ავსტრალია) გამართულ წყნარი ოკეანის ჩემპიონატზე აფანსიევამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („all-around“, 57,450; „uneven bars“, 14,250).
აფანასიევამ „balance beam“(14,525) ღონისძიებაში მეოთხე, „floor exercise“ (13,675) ღონისძიებაში კი მეექვსე ადგილი დაიკავა.[16][17]
მომდევნო თვეს მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე აფანასიევამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („balance beam“, 13,500),[18] ივლისში ტოკიოში გამართულ იაპონიის თასზე კი, „all-around“ (58,350) ღონისძიებაში პირველი ადგილი არავის დაუთმო.[19]
ოქტომბერში, როტერდამში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქსენიამ რუსეთის ნაკრებს 14,800 („floor exercise“) ქულა მოუტანა და ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარა. ინდივიდუალურ ჩათვლაში ქსენიამ მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა (floor exercise“, 12,700).[20]