ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა | |
---|---|
შეიქმნა | 1951 |
ტიპი | სავაჭრო ნიშანი |
ენა | ქართული |
მდივანი | მერაბ ჭრელაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
http://www.gig.ge/en/ |
ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა — საავტომობილო მრეწველობის უდიდესი საწარმო საქართველოში.
დაარსდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის დადგენილებით და ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. 1951 წელს მისი კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი სატვირთო ავტომობილი კაზ–150. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი. ქარხნის ძირითადი პროდუქცია იყო „კაზ-608-ვ“ და „კაზ 717“. ქარხნის პროდუქცია ძირითადად გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობისთვის 1979 წლიდან დაიწყო „კაზ 4540-ის“ წარმოება. 1980 წელს მოხდა ქარხნის რეკონსტრუქცია და მისი სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა.
2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი შეიძინა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის“ სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება.
ამ წარმოებაში არსებული უნივერსალური ჩარხ-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა დამზადდეს მაღალი სიზუსტის მანქანათმშენებლობის პროფილის დეტალები, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ მათ თერმული დამუშავება (ცემენტაცია, წრთობა, მოშვება), მაღალი სიხშირის დენით წრთობა და ანტიკოროზიული დაფარვა გალვანური დაფარვის ხაზების გამოყენებით.
შესაძლებელია ფურცლოვანი მასალისაგან სისქით 0,5 – 10 მმ. დეტალების ცივად დატვიფრვა, რისთვისაც საამქრო აღჭურვილია მექანიკური, ერთმაგი და ორმაგი ქმედების წნეხებით, სიმძლავრით 25-2500 ტ, მაგიდის მაქსიმალური გაბარიტებით 2800x4000 მმ. მოსამზადებელი უბნით ნამზადების საჭირო ზომების მიხედვით დაჭრისათვის წნეხ-მაკრატლების გამოყენებით. ამავე საამქროში ორგანიზებულია შედუღების პროცესები, როგორც წერტილოვანი, ისე ელექტრორკალური და აიროვანი მეთოდებით შედუღებისათვის.
ამ საამქროში, მაღალი სიზუსტის პროგრამული მართვის ჩარხების გამოყენებით მზადდება სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური აღჭურვილობა, როგორიცაა:
საამქრო აღჭურვილია, უნიკალური დიდ გაბარიტიანი ჩარხებით: (სახარატო, კარუსელური, გრძივ საფრეზო, შიგსაჩარხი, კბილსაჭრელი და სხვა). რომელზეც შესაძლებელია დამზადდეს დეტალები რომელთა:
მაღალი სიმძლავრის (10 ტონამდე) უროების და წნეხების (2500 ტ) გამოყენებით წარმოებს სხვადასხვა ზომის დეტალების ცხლად დატვიფრვა, საწარმოს საიარაღო საამქროში დამზადებული ცხელი ტვიფრების გამოყენებით, წონით 70 კგ-მდე.
ამ საამქროში თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის გამოყენებით ხდება მაღალი ხარისხის ნახშირორჟანგის მიღება, როგორც კვების ასევე მძიმე მრეწველობისათვის.
მზომელობით ლაბორატორიებში წარმოებს საიარაღო საამქროში დამზადებული მჭრელი და მზომი იარაღების კონტროლი, ასევე ახალი ნიმუშების უნივერსალური შემოწმება. ამ მიზნით ლაბორატორია აღჭურვილია უცხოური ციფრული და ელექტრული საზომი ხელსაწყოებით და დანადგარებით. ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს ლითონური მასალების და მეტალურგიული წარმოების "მოწმეების" ქიმიური შემადგენლობისა და მექანიკური თვისებების დადგენა.
შემქნილი იყო ЗИЛ-164-ის ბაზაზე
გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები
გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები
გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები
გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები
თვითმცლელი (1984-1998)
სამხედრო ტექნიკა
ჯავშანტრანსპორტიორები
ყველაზე წარმატებული ქუთაისური ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც ტენდერში დამარცხდა BTR-60 - თან
მის შექმნა დაიწყო 1960 წელს