ქუჩუქქოი (არჰავის რაიონი)

სოფელი
ქუჩუქქოი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი არჰავი
კოორდინატები 41°14′00″ ჩ. გ. 41°21′00″ ა. გ. / 41.23333° ჩ. გ. 41.35000° ა. გ. / 41.23333; 41.35000
ადრეული სახელები ცხულეთი
მოსახლეობა 65 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08290
ქუჩუქქოი (არჰავის რაიონი) — თურქეთი
ქუჩუქქოი (არჰავის რაიონი)

ქუჩუქქოი (თურქ. Küçükköy) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რაიონის ცენტრ არჰავიდან 13 კილომეტრში[3]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 71 ადამიანი ცხოვრობს[4].

სოფელ ქუჩუქქოის ძველი სახელია ცხულეთი.[5] ეს ტოპონიმი უნდა წარმოშობილიყო ლაზურში მსხლის აღმნიშვნელი სიტყვისგან „მცხული“ (მცხული), რომელიც შემდგომ გადაიქცა „მცხულეთად“ (მცხულეთი). მცხულეთი ნიშნავს „მსხლის ადგილს".[6][7] თურქულში ის შევიდა როგორც „სუჰულეთი“. შესაბამისად, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ის მოიხსენიება როგორც სუჰულეთი (سهولت).[8]

სოფელი ცხულეთი მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის დამხობის შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[9] ეს დასახლება არ მოიხსენიება 1876 წლის ტრაპიზონის ვილაეთის წლიურში.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი სოფელი ცხულეთი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, რიზეს ვილაეთის ხოფის რაიონის არჰავის თემს ეკუთვნოდა.[8] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს ის ჩორუჰის ვილაეთში იგივე ადმინისტრაციულ მდგომარეობას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა 214 ადამიანისგან შედგებოდა. ამ დროისთვის ჩორუჰის ვილაეთმა ჩაანაცვლა ართვინისა და რიზეს ვილაეთები.[10] რადგან ცხულეთი ან სუჰულეთი არ იყო თურქული სახელწოდება, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა ქუჩუქქოი.[11] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს ქუჩუქქოის მოსახლეობა შედგებოდა 243 ადამიანისგან, რომელთაგან 93 ადამიანმა იცოდა კითხვა და წერა.[12]

ქუჩუქქოიში, რომლის არქიტექტურული სტრუქტურაც შენარჩუნებულია, 2014 წელს იყო 5 ლაზური სახლი, 30 სერენდერი (საკუჭნაო) და 4 წყლის წისქვილი.[13]

  1. https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
  2. https://www.e-icisleri.gov.tr/Anasayfa/MulkiIdariBolumleri.aspx
  3. Küçükköy Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  4. Küçükköy Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  5. İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 75, ISBN 978-605-89094-0-3
  6. "მცხული" - Lazca-Gürcüce Sözlük. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Temmuz 2020.
  7. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 245, ISBN 978-605-5708-85-6.
  8. 8.0 8.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  9. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  10. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 340.
  11. Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 755.
  12. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020.
  13. Kırsal Alanların Turizm Potansiyelinin Belirlenmesi – Artvin İli Arhavi İlçesi Örneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ocak 2022.