ღვიძლასოკოსებრნი

ღვიძლასოკოსებრნი

Fistulina hepatica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ღვიძლასოკოსებრნი
ლათინური სახელი
Fistulinaceae Maire ex Lotsy, 1907

ღვიძლასოკოსებრნი ან ფისტულინასებრნი (ლათ. Fistulinaceae) — სოკოების ოჯახი ფირფიტოვანთა რიგისა.

  • ნაყოფსხეული — ერთწლოვანი, ქუდიანი, ხორციანი და რბილი, ზოგიერთ სახეობა ფეხიანია.
  • ჰიმენოფორი — მილებიანი, ნორჩობაში მოყვითალო ან მოვარდისფრო, ასაკთან ერთად მუქდება.
  • ფეხი — ექსცენტრული, წითელ-ყავისფერი შეფერილობით, გლუვი ან მეჭეჭებიანი.
  • სპორები — ვიწრო, ელიფსისებური, უფერული, ვიწრო გლუვი კედლებით.
  • ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი.

პარაზიტია, იზრდება ცოცხალ ფართოფოთლოვან ხეებზე.

ზოგიერთი სახეობა საჭმელად ვარგისია, მაგ., Fistulina hepatica და Pseudofistulina radicata.

ფილოგენეტიკური თვალსაზრისით, ღვიძლასოკო ახლოსაა გვარებთან Schizophyllaceae და Cyphellaceae.

  • Cannon, P.F.; Kirk P.M., Fungal Families of the World, CAB International, 2007. — გვ. 126—127, ISBN 0851998275.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]