ყანის ნიორი

ყანის ნიორი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  ხახვი
სახეობა:  ყანის ნიორი
ლათინური სახელი
Allium atroviolaceum Boiss., 1846
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 172241

ყანის ნიორი (ლათ. Allium atroviolaceum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხის ან სფეროს ფორმის ბევრი ბოლქვი. ღეროს სიმაღლე 20–90 სმ-ია. ფოთოლი — 4–5, ფართო ან ვიწრო-ხაზური, ზოგჯერ – კიდეწამწამებიანი, ვაგინები შებუსულია. ყვავილედი სფეროს ფორმისაა, ხშირ- და მრავალყვავილიანი. ყვავილი ალუბლისფერ-მეწამულია. ყვავის და ნაყოფს იძლევა ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიაში. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში, ნათესებში, ბუჩქნარებში. საქართველოში ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ ნაწილში და იმერეთში.[1]

„ყანის ნიორი“ ეწოდება აგრეთვე Allium rotundum-ს, Allium ponticum-ს და ამ გვარის ზოგიერთ სხვა სარეველა სახეობას.[2]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 22.
  2. მაყაშვილი ა., ყანის ნიორი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.