ყარსის ეიალეთი (ოსმ. ایالت قارص; Eyālet-i Ḳarṣ)[1] — ოსმალეთის იმპერიის ეიალეთი. არსებობდა 1580-1875 წლებში.
XVII საუკუნეში 6 სანჯაყად იყოფოდა. მათ შორის სამი იყო ქართული გოლეს (ქართულად კოლას), იგივე მცირე არტაანი, ჰუჟუჟანის ანუ ჩილდირის და ზარშადის იგივე არფაჩაის (ქართულად წინუბანის) სანჯაყები [2].