ყვავილოვანი წაბლის ტოტები | |
---|---|
Branches de marronnier en fleur[1] | |
![]() | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F820, JH2010 და 61 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 72 |
სიგანე | 91 |
ქალაქი | ციურიხი, შვეიცარია |
მუზეუმი | ემილ ბიურლეს გალერეა |
ყვავილოვანი წაბლის ტოტები — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის მიერ შესრულებული ნამუშევარი, შესრულებული მისი ცხოვრების უკანასკნელ, 1890 წელს, ოვერ-სიურ-უაზში, ზეთის სარებავებით ტილოზე.[2]
ნახატი ერთ-ერთია იმ ოთხი ნამუშევრიდან, რომელიც ციურიხში, ემილ ბიურლეს გალერიიდან 2008 წლის 8 თებერვალს იქნა მოპარული,[3] მაგრამ მას 9 დღის შემდეგ ავტომობილში სხვა მოპარულ ნახატთან ერთად მიაგნეს და უვნებლად დააბრუნეს გალერეაში.[4]