ყირგიზეთის ტურიზმი — ტურიზმის სფეროში ჩადებული მცირე ინვესტიციების გამო, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ძალიან ნელა ვითარდება. 2000-იანი წლების დასაწყისში, საშუალოდ, წელიწადში დაახლოებით 450,000 ტურისტი ჩამოდიოდა, ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2018 წელს ბრიტანულმა ორგანიზაციამ British Backpacker Society ყირგიზეთი შეაფასა, როგორც მსოფლიოში მეხუთე საუკეთესო ქვეყანა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.[1]
ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. ქვეყანა აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი გახლავთ.
ისიქ-ქოლის ტბა და ტიან შანის მთები პოპულარული ტურისტული ადგილებია.[2]
ყირგიზეთის კულტურა ემყარება მომთაბარე ტრადიციებს, რომელიც სათავეს მონღოლთა ურდოს დროიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ყირგიზები ძირითადად სახლებში ან მრავალბინიან კორპუსებში ცხოვრობენ, ზაფხულში შეიძლება ნახვა, როგორ ცხოვრობს მკვიდრი მოსახლეობა იურტებში ცხვრის, თხის ფარებთან, ცხენებთან, ზოგჯერ კი იაკებთან ერთად. თითოეულ რაიონში რამდენიმე იურტის ბანაკია, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან; მათგან აღსანიშნავია ტაშ-რაბათში მდებარე იურტას ბანაკი, „ქვების სახლი" ნარინის რეგიონში ქალაქ ნარინის შემოგარენში და ჯეთი-ოგუზის ("შვიდი ხარი") ხეობაში ჯეთი-ოგუზის რეგიონში. ქალაქ კარაკოლთან ახლოს, ისიქ-ქოლის ტბაზე.პოპულარულია სპეციალური მარშრუტია: ბიშკეკი - სოფელ კორჩკორკა - სარლა-საზი, რომელიც მუშაობს მაისიდან სექტემბრამდე.
ამჟამად ყირგიზეთში არაერთი ძალისხმევა ხორციელდება ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებისათვის. შვეიცარიის კულტურული განვითარების ორგანიზაცია Helvetas- მა დააფინანსა რამდენიმე ასეთი პროექტი, მათ შორის „შეპარდის ცხოვრება“ და სათემო ტურიზმი. ყირგიზეთის ბევრ ტურისტულ კომპანიას ესმის, რომ "ეკო" ძალიან მიმზიდველად ჟღერს მათ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის, ამიტომ ისინი იყენებენ ამ სიტყვას თავიანთი ორგანიზაციის რეკლამირებისათვის, მაშინაც კი, თუ ისინი არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. 2010 წელს ყირგიზეთი შეუერთდა რეგიონულ ინიციატივას (რეგიონის ინიციატივა (TRI)), რომელიც ტურიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციების სამი რეგიონალური ასოციაციის გაერთიანებას წარმოადგენს.
TRI ფუნქციონირებს როგორც კავშირი სამ რეგიონს —სამხრეთ აზიას, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რომელსაც ასევე უერთდება საქართველო, სომხეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, ნეპალი, ტაჯიკეთი, რუსეთი, შრი-ლანკა, თურქეთი, უკრაინა და უზბეკეთი.[3]
პოპულარულმა სამეცნიერო ჟურნალმა National Geographic ყირგიზეთში დაასახელა რვა ადგილი ველურ ბუნებაში, რომლებიც რეკომენდებულია ტურისტებისთვის. "ყირგიზეთის ქალაქებში მრავალი საბჭოთა სტილის შენობაა, ფართო ბაზრები და ფერადი მეჩეთები. თუმცა, ბიშკეკისა და ოშის გარეთ სასწაულს ნახავთ — ალპურ ტბებს, თოვლიან მწვერვალებსა და კაკლის ტყეებს", - ნათქვამია ჟურნალში. National Geographic– ის მიერ დასახელებული ადგილებია:
ყირგიზეთში ვიზიტორთა უმეტესობა გახლდათ შემდეგი ქვეყნებიდან :[5]
ქვეყანა | 2017 | 2016 | 2015 | 2014 |
ყაზახეთი | 1,833,900 | 1,787,100 | 1,989,200 | 1,998,500 |
რუსეთი | 471,400 | 431,000 | 528,700 | 447,700 |
ტაჯიკეთი | 250,900 | 169,500 | 117,600 | 79,300 |
უზბეკეთი | 479,600 | 150,700 | 60,900 | 125,900 |
უკრაინა | 8,200 | 141,300 | 133,600 | 5,800 |
თურქეთი | 54,300 | 36,800 | 36,100 | 33,000 |
ჩინეთი | 39,500 | 36,600 | 35,800 | 29,900 |
აშშ | 14,200 | 13,900 | 19,200 | 14,300 |
ჩინეთი | 19,600 | 11,400 | 7,600 | 4,200 |
გერმანია | 13,100 | 11,100 | 16,700 | 15,200 |
სამხრეთ კორეა | 13,100 | 10,300 | 7,000 | 10,500 |
თურქმენეთი | 800 | 8,500 | 5,900 | 8,600 |
აზერბაიჯანი | 8,500 | 8,100 | 5,300 | 3,700 |
დიდი ბრიტანეთი | 6,900 | 6,600 | 6,900 | 4,400 |
საქართველო | 5,700 | 5,700 | 2,500 | 1,800 |
სულ | 3,219,700 | 2,930,200 | 3,050,600 | 2,849,400 |