შავი ზღვის ინციდენტი (1986)

1986 წლის შავი ზღვის ინციდენტი1986 წლის 13 მარტს მომხდარი საზღვაო ინციდენტი, რომლის დროსაც ამერიკული კრეისერი იორკთაუნი (USS Yorktown) და გამანადგურებელი გემი კარონი (USS Caron), მშვიდობიანი გავლის უფლებით, შევიდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ წყლებში სამხრეთ ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად. საზღვაო ხომალდებმა საბჭოთა სანაპიროდან ექვს მილში გაიარეს, სადაც მათ მალევე შეხვდა საბჭოთა ფრეგატი ლადნი (Ладный). [1] ლედნის მეთაურმა შეატყობინა აშშ-ს ხომალდებს, რომ ისინი შეიჭრნენ საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივი გამგზავრება. აშშ-ს ხომალდებმა დაადასტურეს გაფრთხილების მიღება, მაგრამ გეზი არ შეუცვლიათ. საბჭოთა სარდლობამ თავისი შავი ზღვის საჰაერო და საზღვაო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და გაგზავნა სასაზღვრო დაცვის გემები და საზღვაო თვითმფრინავები აშშ-ს საჰაერო ხომალდების შესაჩერებლად.

იორკთაუნი და კარონი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში. [1] სიტუაცია განიმუხტა, როდესაც აშშ-ის ხომალდებმა დატოვეს ლოკაცია; მწვავე დიპლომატიური დისკუსიები გაგრძელდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.[2]

„ნავიგაციისა და დროებითი დარჩენის წესები უცხოური ხომალდებისათვის ტერიტორიულ წყლებში, შიდა წყლებსა და სსრკს პორტებში“ ამოქმედდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 1983 წელს. მათ აღიარეს უცხოური ხომალდების მშვიდობიანი გავლის უფლება, მხოლოდ საბჭოთა წყლების შეზღუდულ ტერიტორიებზე, ბალტიის, ოხოტისა და იაპონიის ზღვაზე.[3] არ არსებობდა საზღვაო ხაზი შავ ზღვაზე მშვიდობიანი გავლის უფლებით. აშშ 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა ნავიგაციის თავისუფლების პროგრამას, რომელზეც აშშ-ს მთავრობა იმდებს ამყარებდა, რომ მრავალი ქვეყანა დაიწყებდა იურისდიქციული საზღვრების დანიშვნას რომელიც ბევრად აღემატებოდა ტრადიციულ აკვატორიის პრეტენზიებს. პროგრამა დაინერგა, რადგან დიპლომატიური პროტესტები არაეფექტური იყო. აშშ-ს მოქმედებები შავ ზღვაში რამდენჯერმე გამოიწვია საბჭოთა კავშირმა, 1986 წლის ინციდენტამდე, განსაკუთრებით 1968 წლის 9 დეკემბერს, 1979 წლის აგვისტოსა და 1984 წლის თებერვალში.[4][3]

1986 წლის 10 მარტს, ტიკონდეროგას კლასის კრუისერი იორკთაუნი (USS Yorktown) და გამანადგურებელი გემი კარონი, შეიჭრნენ შავ ზღვაში თურქული სრუტეების გავლით.[5] მათ შესვლას აკვირდებოდა კრივაკის კლასის ფრეგატი, ლადნი, რომელსაც უბრძანეს დაკვირვების გაგრძელება. 13 მარტს იორკთაუნი და კარონი საბჭოთა სანაპიროსჯენ მიმართული იარაშებით შეიჭრნენ სსრკ-ს ტერიტორიულ წყლებში, გაემართნენ ყირიმის ნახევარკუნძულისაკენ და სანაპიროს დაახლოებით 10 კილომეტრით (6 მილით) მიუახლოვდნენ. აშშ-ს ხომალდები შევიდნენ ფეოდოსიიდან და იქ 2 საათი და 21 წუთი იცურეს. ამერიკის ორივე ხომალდი დაუპირისპირდა საბჭოთა მესაზღვრე გემებს, დოზორნსა (Dozorny) და ისმაილს (Izmail).[6] ლადნის მეთაურმა, კაპიტანმა ჟურავლევმა ეს ინფორმაცია თავის უფროსს განუცხადა. „იზვესტიას“ რედაქტორის, ვიაჩესლავ ლუკაშინის მიხედვით, ინციდენტის დროს ვლადიმირ ჩერნავინმა, საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების მეთაურმა, იცოდა, რომ ამერიკული გემებს საბჭოთა წყლებში შემოჭრა ნაბრძანები ჰქონდათ აშშ-ს თავდაცვის მდივან კასპარ ვეიბენგერისა და პრეზიდენტ რონალდ რეიგანისგან. [7]

საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ორი პრეს-კონფერენცია მომხდართან დაკავშირებით.[5] ამერიკელი როჩარდ კომბი გამოიძახეს საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში საბჭოთა კავშირის პროტესტის მისაღებად. საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ მისი ტერიტორიული წყლების დარღვევა „დემონსტრაციულ, დამამცირებელ ხასიათს ატარებდა და აშკარად პროვოკაციულ მიზნებს ისახავდა“.[1] ვლადიმირ ჩერნავინმა დაადასტურა, რომ უცხოური ხომალდების მშვიდობიანი გავლის უფლება სსრკ-ს ტერიტორიულ წყლებზე ნებადართული იყო მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ სანაპირო ზონებზე, რომელიც გამოაცხადა საბჭოთა მთავრობამ, და მათ სიაში არ შედიოდა შავი ზღვის სანაპირო. [1]

საბჭოთა განცხადებას ინციდენტის შესახებ, ამერიკამ უპასუხა, რომ 1986 წლის 13 მარტს, იორკთაუნისა და კარონის შეჭრა საბჭოთა ტერიტორიულ ზღვებზე, იყო მშვიდობიანი გავლის უფლების დემონსტრაცია, რომელიც, საერთაშორისო სამართლით, აკავშირებს ხომალდებს ყველა სახელმწიფოდან. [8]აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციების მიხედვით საბჭოთა კავშირში ამერიკის საელჩოსადმი, აშშს არ სურდა საბჭოთა პოზიციისათვის რაიმე ვალიდაციის მინიჭება, და რომ მათი საშინაო სამართალი ვერ განსაზღვრავდა აშშ-ს სანავიგაციო უფლებებს, საერთაშორისო კანონმდებლობის ქვეშ. ამერიკული სტატია „საერთაშორისო სამართლის ამერიკული ჟურნალი“ 1987 წელს აცხადებდა, რომ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ რუკაზე მითითებული ამერიკული ხომალდების კურსი ადასტურებს, რომ გემების გავლა გვერდითი იყო და არანაირ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი განვიხილოთ, როგორც სსრკ-ს შიდა წლებში ან პორტებში შეჭრის განზრახვა.[5]

შემდგომ, 1988 წელს შავ ზღვაში მომხდარ მომდევნო ინციდენტში, იგივე ხომალდებს, იორკთაუნს და კარონს, საბჭოთა კავშირის წყლებში მოძრაობისას განზრახ შეეჯახნენ საბჭოთა გემები.[9]

  • J. Ashley Roach; Robert W. Smith (2012). Excessive Maritime Claims (Third ed.). Martinus Nijhoff Publishers. p. 234. ISBN 9004217738.
  • Rob McLaughlin (2009). United Nations Naval Peace Operations in the Territorial Sea. Martinus Nijhoff Publishers. p. 121. ISBN 9004174796.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Aceves
  2. Rob McLaughlin (2009). United Nations Naval Peace Operations in the Territorial Sea. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 121. ISBN 9004174796. 
  3. 3.0 3.1 Aceves, p. 248
  4. Aceves, p. 245
  5. 5.0 5.1 5.2 W.E. Butler (April 1987). „The Black Sea Affair“ (PDF). American Journal of International Law. ციტირების თარიღი: 7 Sep 2017.
  6. 25 лет ПСКР "Дозорный" Russian. Pogranichnik.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 27 Jan 2016.
  7. Вячеслав Лукашин (20 Apr 2012). Морская эпопея "Известий". Izvestiya (Russian). ციტირების თარიღი: 7 Sep 2014.
  8. J. Ashley Roach (2012). Excessive Maritime Claims, Third, Martinus Nijhoff Publishers, გვ. 234. ISBN 9004217738. 
  9. Mark Thompson. (13 Feb 1988) Soviet, U.S. Ships Bump In Black Sea. Philadelphia Media Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 Sep 2014.