შავმუცელა | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Xenocypris | ||||||||
|
შავმუცელა (ლათ. Xenocypris) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მუცელი მუქი აქვს. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. ჩინეთში ცნობილია გვარის 4 სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის მტკნარ წყლებში. დიდი რაოდენობით გვხვდება მდინარე ამურში. შავმუცელა უხარისხო თევზია — მჭლე ხორცი ქვს, ძვლიანია და სწრაფად ფუჭდება. შავმუცელას დიდი მნიშვნელობა აქვს მდინარე ამურის მტაცებელ თევზთა კვებაში.