შაიიუ | |
---|---|
კოორდინატები: 1°40′30″ ჩ. გ. 12°01′08″ ა. გ. / 1.67500° ჩ. გ. 12.01889° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | მილონდოს მთა |
სიმაღლე | 1020 მ |
შაიიუ (ფრანგ. Massif du Chaillu) — ქედი, რომელიც გაწოლილია გაბონისა და კონგოს რესპუბლიკის სამხრეთში მდებარე სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. აგებულია დანალექი ქანებით. შაიიუს ყველაზე მაღალი მთაა — მილონდო (1020 მეტრი),[1][2] რომელიც ამავდროულად გაბონის უმაღლესი წერტილია. სხვა მთებიდან აღსანიშნავია: იბუნჯი (980 მ)[3] და მიმონგო (860 მ).
შაიიუზე სათავეს იღებს რამდენიმე მდინარე, ლუეტსის, ოგულუს, იკოის, ლოლოს, ლეკოკოს და ლებომბოს ჩათვლით. აქ დღემდეა შენარჩუნებული ხელუხლებელი ბუნება.
ქედს სახელი ეწოდა ფრანგი მკვლევრის პოლ დუ შაიიუს პატივსაცემად, რომელმაც ქედი აღწერა XIX საუკუნეში.