შაშე ინგლ. Shashe River | |
---|---|
მდინარის საირიგაციო სისტემა. | |
ქვეყანა | ბოტსვანა, ზიმბაბვე |
სათავე |
ლიმპოპო 22°11′37″ ს. გ. 29°22′15″ ა. გ. / 22.19361° ს. გ. 29.37083° ა. გ. |
სიგრძე | 300 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
შაშე ვიკისაწყობში |
შაშე (ინგლ. Shashe River) — მდინარე ბოტსვანის აღმოსავლეთში და ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთში. მდინარე ლიმპოპოს მსხვილი მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ქალაქ ფრანსისთაუნის სიახლოვეს და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით თავის შესართავამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს[1]. თავისი დინების დიდ ნაწილზე გადის სახელმწიფო საზღვარი ბოტსვანასა და ზიმბაბვეს შორის. სოფელ ტულის სიახლოვეს მდინარე მოკლე მანძილზე მთლიანად გადადის ზიმბაბვეს ტერიტორიაზე, მაგრამ სულ მალე ისევ უბრუნდება საზღვრის მდგომარეობას. შაშე დროებითი მდინარეა და მთლიანად შრება წლის დიდი ნაწილის განმავლობაში. შაშე ლიმპოპოს აუზში შეადგენს მისი ზედაპირული მდინარეული ჩამონადენის 12,2 %-ს[2].
ძირითადი შენაკადებია: სიმუკვე, სანჩოკვე, შაშანი, ტული, ტატე და რამოკგვებანა. ფრანსისთაუნიდან სამხრეთით მდინარეზე გადის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი. ამას გარდა, ფრანსისთაუნიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ტონოტადან ჩრდილოეთით, მდინარე გადაკეტილია შაშეს კაშხლით. თავიდან კაშხალი შენდებოდა იმ მიზნით, რომ წყლით უზრუნველყო მსხვილი სამრეწველო ქალაქი — სელები-ფიკვე[3], მაგრამ დღეისათვის წყალი პირველ რიგში გამოიყენება ქალაქ ფრანსისთაუნის და მისი შემოგარენი სოფლების უზრუნველსაყოფად.