„შესწორებები“ | |
---|---|
ავტორი | ჯონათან ფრენზენი |
ქვეყანა | აშშ და კოლორადო |
ენა | ინგლისური ენა[1] |
გამომცემელი | Farrar, Straus and Giroux |
გამოცემის თარიღი | 1 სექტემბერი, 2001 |
წინამორბედი | Strong Motion |
მომდევნო | თავისუფლება |
შესწორებები (ინგლ. The Corrections) — ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენის, 2001 წლის რომანი. ნაწარმოები ლამბერტების ოჯახის — შუახნის ამერიკელი წყვილისა და მათი სამი ზრდასრული შვილის — შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ათასწლეულის დასასრულს უკანასკნელ შობას ატარებენ ერთად. რომანმა ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა.
„შესწორებებმა“ ლიტერატურათმცოდნეებისგან ფართო აღიარება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ რომანის გამოქვეყნება წინ უსწრებდა 11 სექტემბრის ტერაქტს, არაერთა კრიტიკოსმა რომანი 11 სექტემბის შემდეგ ამერიკული ცხოვრების მთავარი საზრუნავებისა და ზოგადი განწყობის წინასწარმეტყველებად მიიჩნია. „შესწორებები“ არაერთხელ დასახელდა XXI საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად.[2][3][4]