თბილისში რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, ამჟამად შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია.
შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია — რუსეთის დიპლომატიური მისია საქართველოში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.[1] რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო მოსკოვში 2008 წლის 30 სექტემბერს ჩავიდა. 2009 წლის 5 მარტს შვეიცარიის საელჩოსთან საქართველოში და შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთში ოფიციალურად გაიხსნა რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და საქართველოს ინტერესების სექცია შესაბამისად.