შიკშაშტაკა

შიკშაშტაკა (დევანაგარი: शिक्षाष्टकं; Śrī Śikṣāṣṭakam) — სანსკრიტულ ენაზე შედგენილი გაუდია ვაიშნავური ინდუისტური რვა სტროფიანი ლოცვა. მიჩნეულია, ერთადერთი შემორჩენილი ლექსია, რომელიც პირადად დაწერა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ.[1] შიკშაშტაკა ჩაიტანია ჩარიტამრტაშიცაა მოყვანილი.[2]

ლოცვის სახელი მოდის სანსკრიტული სიტყვებიდან: შიკშა (Śikṣā) - ქართულად „ინსტრუქცია“ და აშტაკა (aṣṭaka) ქართულად „რვა ნაწილიანი“. ამ რვა სტროფში ჩადებული სწავლაბები გაუდიას ტრადიციის ბჰაკტი ჲოგას ყველა სწავლების დედააზრად ითვლება.

წინამდებარე პირველი რვა სტროფი შიკშაშტაკას სრული ტექსტია, რომელიც სანსკრიტზე დაწერა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ და თარგმნა შრილა პრაბჰუპადამ. ისინი მოიპოვება კრშნადასა კავირაჯას შრი ჩაიტანია ჩარიტამრტაში (ანტჲა ლილა, სტროფები 12, 16, 21, 29, 32, 36, 39 და 47).[3] ბოლო სტროფი დაწერილია ბენგალურად, მოყვანილი ჩაიტანჲა ჩარიტამრტადან (ანტჲა ლილა, 20.65 - ეს არაა შიკშაშტაკას ნამდვილი ნაწილი, მაგრამ მოყოლისას ხშირად ურთავენ ბოლოში შიკშაშტაკას რწმენით წაკითხვის გამოსახატავად.[4][5]

darpaṇa-mārjanam bhava-mahā-dāvāgni-nirvāpaṇaḿ
śreyaḥ-kairava-candrikā-vitaraṇaḿ vidyā-vadhū-jīvanam
ānandāmbudhi-vardhanaḿ prati-padaḿ pūrṇāmṛtāsvādanaḿ
sarvātma-snapanaḿ paraḿ vijayate śrī-kṛṣṇa-sańkīrtanam.

დიდება შრი კრშნა სანკირტანას, რომელიც გულს წლების მანძილზე დაგროვილ მტვერს აშორებს და განპირობებული სიცოცხლის, განმეორებული დაბადებისა და სიკვდილის ცეცხლს აქრობს. ეს სანკირტანა მოძრაობა უდიდესი მადლია მთელი კაცობრიობისთვის, რამეთუ იგი ფართოდ ჰფენს წყალობის მთვარის სხივებს. ისაა სიცოცხლე ყოველგვარი ტრანსცენდენტული ცოდნისა. იგი ტრანსცენდენტული ნეტარების ოკეანეს ზრდის და გვანიჭებს უნარს ბოლომდე ვიგემოთ ნექტარი, რომელიც მუდამ გვწადია.

nāmnām akāri bahudhā nija-sarva-śaktis
tatrārpitā niyamitaḥ smaraṇe na kālaḥ
etādṛśī tava kṛpā bhagavan mamāpi
durdaivam īdṛśam ihājani nānurāgah.

ო ჩემო უფალო, ერთ შენს წმინდა სხეულს შეუძლია მთელი მადლი მოჰფინოს ცოცხალ არსებებს და ამიტომ გაქვს ასობითა და მილიონობით სახელი, როგორიცაა კრშნა და გოვინდა. ამ ტრანსცენდენტულ სახელებში მთელი შენი ტრანსცენდენტული ენერგიები ჩააქსოვე. მათი გალობის მკაცრი წესებიც კი არ არსებობს. ო უფალო ჩემო, შენი სიკეთით ძალგვიძს ადვილად მოგიახლოვდეთ შენი წმინდა სახელით, მაგრამ იმდენად უბედური ვარ, მათდამი არავითარი მიზიდულობა გამაჩნია.

tṛṇād api sunīcena
taror api sahiṣṇunā
amāninā mānadena
kīrtanīyaḥ sadā harih.

ადამიანმა უფლის წმინდა სახელი მორჩილებით უნდა იგალობოს, თავი გზაზე ამოსულ ბალახზე მდაბლად მიაჩნდეს, ხეზე ამტანი იყოს, ცრუ სახელის ყოველგვარ გრძნობას მოკლებული და მზად მყოფი პატივი მიაგოს სხვებს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს გამუდმებით შეუძლია უფლის წმინდა სახელის გალობა.

na dhanaḿ na janaḿ na sundarīḿ
kavitāḿ vā jagad-īśa kāmaye
mama janmani janmanīśvare
bhavatād bhaktir ahaitukī tvayi.

ო ყოვლისშემძლე უფალო, არც ქონების დაგროვება მსურს და არც ლამაზმანები მწადია. არც მიმდევრებს გთხოვ. მხოლოდ შენი უმიზეზო ერთგული სამსახური მინდა დაბადებიდან დაბადებაში.

ayi nanda-tanūja kińkaraḿ
patitaḿ māḿ viṣame bhavāmbudhau
kṛpayā tava pāda-pańkaja-
sthita-dhūlī-sadṛśaḿ vicintaya.

მაჰარაჯა ნანდას შვილო (კრიშნა), შენი მარადიული მსახური ვარ, თუმცა როგორღაც დაბადებისა და სიკვდილის ოკეანეში ჩავვარდი. გევედრები, ამომიყვანე სიკვდილის ამ ოკეანედან და შენი ლოტოსის ტერფებთან პაწაწინა ნაწილაკად მიმიჩინე ბინა.

nayanaḿ galad-aśru-dhārayā
vadanaḿ gadgada-ruddhayā girā
pulakair nicitaḿ vapuḥ kadā
tava nāma-grahaṇe bhaviṣyati.

ო ჩემო უფალო, როდის გამილამაზებს თვალებს შენი წმინდა სახელის გალობისას უსასრულოდ ჩამოღვრილი ცრემლები? როდის წამერთმევა ხმა და ყალყზე დამიდგება თმა შენი სახელის წარმოთქმისას?

yugāyitaḿ nimeṣeṇa
cakṣuṣā prāvṛṣāyitam
śūnyāyitaḿ jagat sarvaḿ
govinda-viraheṇa me.

ო გოვინდა! შენთან წამით განშორება თორმეტი წელი და მეტი მეჩვენება. თვალთაგან ცრემლები ნიაღვრებივით მდის და მთელი სამყარო ცარიელდება უშენოდ!

āśliṣya vā pāda-ratāḿ pinaṣṭu mām
adarśanān marma-hatāḿ karotu vā
yathā tathā vā vidadhātu lampaṭo
mat-prāṇa-nāthas tu sa eva nāparah.

კრშნაა ერთადერთი ჩემი უფალი. ასე იქნება მარად, უხეშადაც რომ შემომხვიოს მკლავები ან გული მატკინოს გაუჩინარებით. იგი სრულიად თავისუფალია აკეთოს ყველაფერი რაც სურს, რამეთუ განუპირობებლად მუდამ ჩემი სათაყვანებელი უფალია.[6]

prabhura ‘śikṣāṣṭaka’-śloka yei paḍe, śune
kṛṣṇe prema-bhakti tāra bāḍe dine-dine.

თუ ვინმე ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ინსტრუქციების ამ რვა სტროფს წაიკითხავს ან მოისმენს, მისი კრშნასადმი ექსტაზური სიყვარული და ერთგულება დღითიდღე გაიზრდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Satsvarupa, Dasa Goswami. (2005)Gaura Purnima - Sri Siksastakam - Reflections. www.iskcon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2008-08-22.
  2. CC-Al 6.239 დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. ""One who thinks himself lower than grass, who is more tolerant than a tree, and who does not expect personal honor but is always prepared to give respect to others can very easily always chant the holy name of the Lord."
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-01. ციტირების თარიღი: 2012-11-20.
  4. [1]
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-21. ციტირების თარიღი: 2012-11-20.
  6. ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, უფალი ჩაიტანჲას მოძღვრება; The Bhaktivedanta Book Trust; 1991 ISBN 5-7122-0015-5