შტაინბირი (წარმოითქმის [ˈʃtaɪnˌbiːɐ], გერმანულად ქვის ლუდი) — ლუდის ტიპი, რომელიც მე-20 საუკუნემდე კარინტიაში წამყვანი ადგილი ეკავა. იგი ასევე გავრცელებული იყო სკანდინავიაში, ფრანკონიაში და სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში.
შტაინბირი იხარშება ხის კასრებში. სახელი წარმოიშვა ცხელი ქვებისაგამ, რომლებსაც კასრებში აწყობდნენ, რათა წარმოებისთვის სასურველი ტემპერატურა მიეღოთ. გავარვარებული ქვა მოქმედებს პირდაპირ ალაოზე და საბოლოოდ ლუდს კარამელისა და მურის გემოს აძლევს. ეს იყო ტრადიციული ხარშვის მეთოდი; მაღალ–ფერმენტირებადი საფუარი და ეთერის ხილის გემო, დიდხანს არ ნარჩუნდებოდა და შესაბამისად, ლუდის დიდი ხნით შენახვა არ ხერხდებოდა. შტაინბირს, ჩვეულებრივ, არ ფილტრავდნენ.