ჩამაკოკო Chamacoco | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
1 800 (2007 წ.)[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ჩამაკოკო[1] |
რელიგიები | ტრადიციული რწმენები, ქრისტიანობა |
ჩამაკოკოს ხალხი — პარაგვაის ადგილობრივი ხალხი.[2] გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს ბრაზილიაში.[1]
ჩამაკოკო ორი მთავარი დანაყოფისაგან შედგება — ებიტოსო, რომელიც მდინარე პარაგვაის გასწვრივ ცხოვრობს და ტომარაჰო, რომლებიც ტრადიციულად ტყეებში ცხოვრობენ. ებიტოსომ ქრისტიანობა მიიღო, მაშინ როდესაც ტომარაჰო მარგინალურ არეალებში ცხოვრობს, რათა შეინარჩუნონ ტრადიციული მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. 1980-იან წლებში, ადგილობრივთა ეროვნულმა ინსტიტუტმა (Instituto Nacional del Indigena (INDI)) ტომარაჰო და ეტებისო პუერტო-ესპერანსად წოდებულ დასახლებაში ჩაასახლა.[3]
2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩამაკოკოდ თავს 1 571 ადამიანი მიიჩნევდა და მათი უმრავლესობა ფუერტე-ოლიმპოს რაიონში სახლობდა.