ჩარლზ ფრიმანტლი (ინგლ. Charles Fremantle; დ. 1 ივნისი, 1800 — გ. 25 მაისი, 1869) — დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტანი. სუონ-რივერის კოლონიის დამაარსებელი ავსტრალიაში. ქალაქი ფრიმანტლი ატარებს მის სახელს. კაპიტანი ფრიმანტლი გარდაიცვალა 1869 წელს და დაკრძალულია ლონდონში ბრომპტონის სასაფლაოზე.