ჩიკორთევზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ჩიკორთევზა (Prosopium cylindraceum) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Prosopium (Jordan, 1878) | |||||||||||||
|
ჩიკორთევზა,[1] მრგვალთევზა[1] (ლათ. Prosopium) — მტკნარი წყლის თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20–40 სმ-ია, აქვს ლილვაკისებრი ფორმა. პირი პატარაა, დინგი ვიწრო, თავიც მცირე ზომის. მოზარდეულს გვერდებსა და ზურგზე მუქი ლაქები აქვს. ცნობილია 6 სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. იკვებებიან სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით. ჩვეულებრივ ჩიკორთევზას (P. cylindraceum) ადგილობრივი სარეწაო მნიშვნელობა აქვს (სიგრძე დაახლ. 52 სმ, მასა 2,2 კგ).[2]\