ჩილიკესი | |
---|---|
ვულკანის ხედი მისკანტის ტბიდან | |
კოორდინატები: 23°35′00″ ს. გ. 67°42′00″ დ. გ. / 23.58333° ს. გ. 67.70000° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
ტერიტორიული ერთეული | ანტოფაგასტის რეგიონი |
სიმაღლე | 5778 მ |
ჩილიკესი (ესპ. Chiliques) — სტრატოვულკანი ჩილეში, ანტოფაგასტის რეგიონში. მდებარეობს ვულკან სერო-მისკანტის გვერდით, სამხრეთიდან. ვულკანის ძირში, ჩრდილოეთით მდებარეობს ლეხიის ტბა.
ჩილიკესს უკანასკნელი 10 000 წლის მანძილზე სძინავს, თუმცა ბოლო დროს გარკვეული სიცოცხლის ნიშნებს ამჟღავნებს. 2002 წლის 6 იანვრის ღამით, სპეციალური აპარატურის საშუალებით, მწვერვალის კრატერზე დაფიქსირდა ინფრაწითელი თერმული მოქმედებები, ასევე სხვა ვულკანური აქტივობები, რაც მის გამოღვიძებაზე მიუთითებს. თერმული ინფრაწითელი აქტოვობები დაფიქსირდა 2000 წლის 24 მაისის ღამესაც, თუმცა არა ამ მასშტაბის.[1]