ჩინგელჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°28′43″ ჩ. გ. 7°50′53″ ა. გ. / 46.47861° ჩ. გ. 7.84806° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 562 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
პირველი ასვლა | 6 სექტემბერი, 1865 |
ჩინგელჰორნი (გერმ. Tschingelhorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ვალესა და ბერნის კანტონების საზღვარზე. მწვერვალი სამწერტილიანია.
მთა პირველად 1865 წლის 6 სექტემბერს დალაშქრეს.