ჩოაპა — მდინარე ჩილეში, კოკიმბოს რეგიონში. სათავეს იღებს ანდებში. ქალაქ სალამანკასთან, ჩოაპას ერთვის მისი მთავარი შენაკადი მდინარე ილიაპელი. მდინარის სიგრძეა 160 კმ, ხოლო მისი აუზის ფართობი 8,124 კმ.კვ. ერთვის წყნარ ოკეანეს.