ჩორნოჰორა

ჩორნოჰორა
ჩორნოჰორა
ჩორნოჰორა
კოორდინატები: 48°09′37″ ჩ. გ. 24°30′01″ ა. გ. / 48.16028° ჩ. გ. 24.50028° ა. გ. / 48.16028; 24.50028
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი ჰოვერლა
სიმაღლე 2061 
სიგრძე 40 კმ
ჩორნოჰორა — უკრაინა
ჩორნოჰორა

ჩორნოჰორა (უკრ. Чорногора) — ქედი უკრაინაში. უკრაინის კარპატების ყველაზე მაღალი მთის მასივი. სიმაღლე 1800-2000 მ (მაქსიმალური 2061 მ — მთა ჰოვერლა). სიგრძე დაახლოებით 40 კმ. აგებულია თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. აქა-იქ არის ვულკანური ქანების გამოსავლები. ფერდობებზე, 900-1200 მ სიმაღლეზე წიფლის, ხოლო 1200-1500 მ სიმაღლეზე — ნაძვის ტყეებია. უფრო ზევით ალპური მდელოა, რომელიც საძოვრებად არის გამოყენებული. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]