ჩრდილოეთ კორეის დემოგრაფია ცნობილია ეროვნული აღწერისა და საერთაშორისო შეფასებების მეშვეობით. ჩრდილოეთ კორეის სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ 2008 წელს უკანასკნელი აღწერა ჩაატარა, რომელშიც მოსახლეობამ 24 მილიონს მიაღწია. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 199.54 კაცს/კმ.²-ზე და 2014 წლის მონაცემებით კორეის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 69 წელი. ძირითადი რელიგიაა ბუდიზმი, წერა–კითხვის მცოდნეა მოსახლეობის 99% და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ენაა კორეული.