ჩრდილოეთ მაკედონიის ენები განსხვავებულ ოფიციალურ სტატუსს ფლობს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში სახელმწიფო და ყველაზე მეტად გავრცელებული ენა არის მაკედონური, რომელიც წარმოადგენს მშობლიური ენას როგორც მაკედონელებისთვის, ასევე სუბეთნოსებისთვის, კერძოდ, ტორბეშებისთვის. მაკედონურ ენაზე საუბრობს ქვეყნის 1 300 000 მცხოვრები.
ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუცია არ კრძალავს ეთნიკური უმცირესობების ენების გამოყენებას. 2001 წლის ოჰრიდის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ალბანური ენის სტატუსი როგორც საშუალო, ასევე უმაღლეს განათლებაში.
ჩრდილოეთ მაკედონიის ძირითადი ენები მოყვანილია ქვემოთ.
ენა | მოსაუბრეთა რაოდენობა |
---|---|
ალბანური | 507.989[1] |
თურქული | 71.757[1] |
სერბული და ბოსნიური ენები | 24.773[1] (სერბული) 8.560[1] (ბოსნიური) |
ბოშური | 38.528[1] |
არუმინული | 6.884[1] |
უმცირესობათა ენები ოფიციალურ ენებად ითვლება ზოგიერთ ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულში (თემში).
ენა | თემები |
---|---|
ალბანური | ტეტოვო, ბრვენიცა, ვრაპჩიშტე |
თურქული | ცენტარ-ჟუპა, პლასნიცა |
სერბული | ჩუჩერ-სანდევო |
ბოშური | შუტო-ორიზარი |
არუმინული | კრუშევო |
რესპუბლიკის მრავალი მცხოვრები საუბრობს უცხო ენაზე. უფროსი თაობა, რომელიც იუგოსლავიაში ცხოვრობდა, იყენებს სერბულ ენას. ახალგაზრდობამ იცის ინგლისური ენა. ასევე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გარკვეული რაოდენობა შეისწავლის ფრაგულ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებს.
|