ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის ნახატები — ხოვდის აიმაკში, მონღოლეთში.
ნახატები წარმოადგენს პალეოლითის ხანის გამოსახულებებს, რომლებზეც გამოყვანილია სხვადასხვა სიმბოლოები და ცხოველების:[1] იმები, ხარები, კამეჩები, თხები, ლომები, ცხვრები, ანტილოპები, აქლემები, სპილოები, სირაქლემები და სხვა. ხშირად ნახატები ერთმანეთზეა გადახატული და ქმნიან პალიმფსესტებს. ნახატების ფერი არის წითელი ან ყავისფერი და სტილისტურად ჰგავს პალეოლითის ხანის მსოფლიოს დანარჩენ ქვებზე ნახატებს, თუმცა, მონღოლეთში, მსგავსი, სხვა არცერთია.
1996 წლის 1 აგვისტოდან ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის ნახატები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელი სიის კულტურის კატეგორიაში.[2]
Khoit tsenkher cave rock painting - UNESCO World Heritage Centre