ცალკეული, მაგრამ თანასწორი

წარწერა რესტორანზე, ოჰაიოში, 1938 წ.

ცალკეული, მაგრამ თანასწორი (ინგლ. Separate but equal) — სამართლებრივი დოქტრინა აშშ-ის კონსტიტუციურ კანონში, რომელიც ამართლებდა და უშვებდა რასობრივ სეგრეგაციას, რადგან იგი არ არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებას, რომელიც უზრუნველყოფდა მოქალაქეთა და სხვა ფედერალური კანონების დაცვას სამოქალაქო უფლებების შესახებ.[1] ამ დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფოს ეძლეოდა უფლება, მოეთხოვა, მომსახურებები, საზოგადო მოხმარების ადგილები, საშუალებები, საცხოვრებლები, სამედიცინო მომსახურება, განათლება, დასაქმება და ტრანსპორტირება დაყოფილიყო რასობრივი ნიშნის მიხედვით, იმ პირობით, რომ თითოეული ჯგუფის მიერ გამოყენებული საზოგადოებრივი ობიექტის ხარისხი ერთი და იგივე იქნებოდა.[2] ფრაზა წარმოიშვა ლუიზიანის 1890 წლის კანონიდან, თუმცა ეს კანონი ამ ფრაზას შებრუნებულად იყენებდა: „თანასწორი, მაგრამ ცალკეული“.[3] დოქტრინა „ცალკეული, მაგრამ თანასწორი“ ეხებოდა რკინიგზის ტრანსპორტს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ხმის უფლებას, გენდერულ თანასწორობას და სასმელი წყლის ფანტანებსაც კი. მიუხედავად მისა, რომ კანონით ფერადკანიანებსაც იგივე ხარისხის პირობებში უნდა ეცხოვრათ და იგივე ხარისხის მომსახურება უნდა მიეღოთ, როგორიც თეთრკანიანებს, მათი მდგომარეობა ყოველთვის უფრო უარესი იყო.[1]

დოქტრინა გაამყარა პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ საქმეში მიღებულმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რის შედეგადაც სახელმწიფო უფლებამოსილი გახდა, დაეფინანსებინა რასობრივი სეგრეგაცია.[1][3][4][5] ამ მოვლენას მოჰყვა აშშ-ის 17 შტატში კანონების შემოღება სეგრეგაციის შესახებ.

1954 წელს დაიწყო დოქტრინის საბოლოოდ უარყოფა ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ საქმეში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.[1][5][6] თუმცა, ამ დოქტრინის დელეგალიზაცია, დაახლოებით, სამ ათეულ წელიწადს გაგრძელდა, სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილება და ფედერალური კანონი დასჭირდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Separate but equal. Boundless.com. ციტირების თარიღი: 14.05.2014.[მკვდარი ბმული]
  2. Separate but Equal“, The American Heritage® New Dictionary of Cultural Literacy, Third Edition, Houghton Mifflin Company. წაკითხვის თარიღი: 14.05.2014.
  3. 3.0 3.1 Idioms & Phrases: Separate but Equal“, The American Heritage® New Dictionary of Cultural Literacy. Houghton Mifflin Company. წაკითხვის თარიღი: 14.05.2014.
  4. Separate but Equal: The Law of the Land. National Museum of American History. ციტირების თარიღი: 14.05.2014.
  5. 5.0 5.1 Separate But Equal: The Plessy v. Ferguson Case. History Matters. ციტირების თარიღი: 14.05.2014.
  6. Kim J. Askew (1 ნოემბერი, 2013). „The Supreme Court rejects the separate but equal doctrine“. ABAJournal. ციტირების თარიღი: 14.05.2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)