ძველი ტრაკაი (ლიეტ. Senieji Trakai) ისტორიული სოფელი ლიეტუვაში ტრაკაიდან 3 კმ-ში 1500 მაცხოვრებლით. სოფელი დასახლებულია პოლონელებით, ლიეტუველებითა და რუსებით. მას კვეთს ვილნიუს-ვარშავის სარკინიგზო მაგისტრალი.
სოფლის ძირითადი ნაწილი გამოცხადებულია არქიტექტურულ ნიმუშად. მთავარი ქუჩა გაშენებულია მსგავსი- ორფანჯრიანი, ხის სახლებით, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგნან ვიწრო ქუჩაზე.
ლიტვის დიდმა მთავარმა გედიმინასმა დაიწყო კერნავედან დედაქალაქის გადატანა ტრაკაიში (ძველი ტრაკაიში)და აღმართა აგურის ციხე 1321 წლამდე ცარიელ ადგილას. 1337 წელს იგი გადაიქცა ახლად დაარსებული ტრაკაის სათავადოს რეზიდენციად. გედიმინასის ვაჟმა კეისტუტისმა ახალი ციხე დღევანდელი ტრაკაის ტერიტორიაზე.
ძველი ტრაკაის ციხე დაანგრიეს ტევტონებმა 1391 წელს, ხოლო ციხის ნანგრევები ვიტაუტასმა გადასცა ბენედიქტელ ბერებს 1405 წელს. ვარაუდობენ, რომ XV საუკუნეში აგებული მონასტერი გედიმინასის დროინდელი ციხის ნანგრევებზეა აგებული.