სოფელი | |
---|---|
წალკოტი აფხ. Лаԥсҭарха | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხეივანი |
კოორდინატები | 43°24′01″ ჩ. გ. 40°03′13″ ა. გ. / 43.400306° ჩ. გ. 40.053694° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბარანოვო |
მოსახლეობა | 724 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
წალკოტი[1][2] (აფხ. Лаԥсҭарха[3] [ლაფსთარხა]; ყოფილი ბარონოვო — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივნის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ლაფსთის ნაპირას. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 35 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში აქ იყო სოფელი ლაფსთაარხა. XIX საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა სოფელი ბარანოვო. 1930 წელს შედიოდა პილენკოვოს თემში. 1948 წელს ქართული სახელი წალკოტი ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ლაფსთარხა (Лапсҭарха) დაარქვეს.
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 724 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 724 | -- | -- |
|