წვრილკბილა თევზი

წვრილკბილა თევზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Salangichthys microdon
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 159717665

წვრილკბილა თევზი (ატრია-თევზი, სალანქსი; ლათ. Salangichthys microdon) — თევზი სალანქსისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 8-10 სმ, მასა — 0,7-1,5 გ აღწევს. აქვს თითქმის გამჭვირვალე სხეული, ზემოდან ქვემოთ შებრტყელებული თავი. ბინადრობს ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილის სანაპირო წყლებში, იაპონიის ზღვაში და იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროებთან. მისი სამრეწველო მნიშვნელობა მცირეა. Salangichthys-ის გვარის ზოგიერთ სახეობას ატრია-თევზს უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]