„წითელი ოთახი“ | |
---|---|
Röda rummet | |
| |
ავტორი | ავგუსტ სტრინდბერგი |
ქვეყანა | შვედეთი |
მთარგმნელი | ლიკა ჩაფიძე |
ქართულად გამოიცა | 2020 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
გვერდი | 430 |
წითელი ოთახი (შვედ. Röda rummet) — შვედი მწერლის, ავგუსტ სტრინდბერგის, რომანი, გამოქვეყნდა 1879 წელს.[1] ხშირად მიიჩნევა პირველ შვედურ რომანად. ნაწარმოები, რომელიც სატირას წარმოადგენს სტოკჰოლმურ საზოგადოებაზე, ავტორის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. რომანს შვედეთში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თუმცა მან აღიარება მოიპოვა დანიაში, სადაც სტრინდბერგი გენიოსად შერაცხეს.[1] რომანმა ავტორს მთელ სკანდინავიაში მოუტანა ცნობადობა.[1]
ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე.მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული პირფერობა, ფარისევლობა და კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან, საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.